MD: პაულინიომ "გუანჩჟოუ ევერგრანდში" დაბრუნება გადაწყვიტა

  • 8-07-2018, 01:50
  • MD: პაულინიომ "გუანჩჟოუ ევერგრანდში" დაბრუნება გადაწყვიტა

    Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, პაულინიომ, ჩინურ "გუანჩჟოუ ევერგრანდში" დაბრუნება გადაწყვიტა.

    კატალონიური წყაროს ცნობით, პაულინიო მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ ყაზანიდან, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად, კატალონიაში გაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელები კატალონიურ კლუბს 50 მილიონ ევროს გადაუხდიან, 29 წლის ფეხბურთელი კი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 14 მილიონ ევროს მიიღებს.

    ცნობილია, რომ გარიგებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. "ბარსელონას" სატრანსფერო თანხა აკმაყოფილებს, ფეხბურთელს კი - ხელფასი.

    კატალონიელებმა პაულინიო გასულ წელს სწორედ "გუანჩჟოუ ევერგრანდიდან" 40 მილიონ ევროდ შეიძინეს. მან ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    12 - 8 ივლისი 2018 14:29

    ადმინ , რას ნიშნავს ამ ამებების კომენტარები რო არა დაბლოკილი,მე მესმის რო გეცოდებათ ეს დაუნები, მაგრამ ბარსას საიტია , და არა გონებაჩლუნგების.

    0
    გასულია

    11 - 8 ივლისი 2018 12:45

    ეს რა ხდება ამ საიტზე ტოოო?

    0
    --------------------
    ❤️❤️❤️Tito Vilanova The Chessman ❤️❤️❤️
    საიტზეა

    10 - 8 ივლისი 2018 12:37

    ადმინს მივმართავ:
    რატომ არ ბლოკავთ უზრდელებს და ერთუჯრედიანის დონეზე მოაზროვნეებს, ვისთვისაც კომენტარი მხოლოდ გინებით გამოითქმის.. რას უყურებთ ამდენი ხანი ?!
    ეს ჩვენი გუნდის ფანების საიტია და სხვები თუ შემოდიან, უნდა დაიცვან ელემენტარული ზრდილობის ნორმები!
    ბარსას ფანებს აგინებენ და თქვენ გიხარიათ თუ როგორ არის საქმე?
    მარაზმია! ხვალ ამ "ვითომ" ადამიანებს თუ კიდევ ვიხილავთ საიტზე, ჩვენს ფანებს მოვუწოდებ ყველას დატოვოს საიტი.. და დიდი ალბათობით ამ საიტზე შევა სარჩელი სადაც საჭიროა, კომენტარები დაკოპირებულია, უბრალოდ წაშლა არ უშველის, გაყარეთ აქედან უზრდელები, უფრო სწორედ გაუზრდელები!!!

    0
    გასულია

    9 - 8 ივლისი 2018 12:11

    წარმატებები პაულინიოს და მადლობა ყველაფრისთვის

    0
    გასულია

    8 - 8 ივლისი 2018 10:34

    ციტატა: Madridistaaa
    არ რააა მე თუ ოდესმე რაკიტიჩის გოლი გამოხარდებოდა არ მეგონა მარაა დღეს მართლა გამახარა... რუსების ოკუპანტი დ ე და მ ო ვ ტ ყ ა ნ მეეეეე....

    წადი ჰალამადრიდზე წერე მასეთი კომენტები თფუ შენი გაუნათლებელი )))

    0
    გასულია

    7 - 8 ივლისი 2018 10:16

    ან მისვლა რა იყო ან წასვლა. და საერთოდ რატო იყიდეს ეს შარშან

    0
    გასულია

    6 - 8 ივლისი 2018 08:59

    მოკლედ ბრაზილიელმა რეალში ან ბარსაში თუ არ ითამაშა ესეიგი კარიერას უაზროდ გაუვლია smile ხოდა პაულინიოც მოიყვანეს ერთი სეზონი და ეგაა. დაბრუნდეს ისევ წინააღმდეგი არ ვარ. რაც შეეხება ამ ერთ სეზონს კარგი იყო. ძაან ვგულშემატკივრობდი სეზონის ბოლოს მინიმუმ ათი გოლი ჰქონოდა. მარა 9 ს ვერ აცდა

    0
    --------------------
    ❤️❤️❤️Tito Vilanova The Chessman ❤️❤️❤️
    გასულია

    5 - 8 ივლისი 2018 08:51

    ხალიან მაგრად დაეხმარა ეს კაცი ბარსას

    0
    გასულია

    4 - 8 ივლისი 2018 02:52

    არ რააა მე თუ ოდესმე რაკიტიჩის გოლი გამოხარდებოდა არ მეგონა მარაა დღეს მართლა გამახარა... რუსების ოკუპანტი დ ე და მ ო ვ ტ ყ ა ნ მეეეეე....

    0
    გასულია

    3 - 8 ივლისი 2018 02:27

    ფაქტიურად იჯარით ავიყვანეთ და ამის იჯარაში 10 მილიონი გადაგვიხადეს :D ისე რაც ამან გოლები ყარა კაი 60 იც უნდა გადაეხადათ.

    0
    საიტზეა

    2 - 8 ივლისი 2018 02:25

    მშვენიერია ეგ ფული დე იონგის ტრანსფერში გამოიყენეთ ან დაამატეთ და სავიჩი მოიყვანეთ ისე რაკიტიჩსაც თუ გაყიდიან 50-60 მილიონში ვაფშე გაასწორებს

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 8 ივლისი 2018 02:13

    კაია.. ტრანსფერები დავყაროთ ეხლა მთავარია

    0
    --------------------
    We 61D it !