„ევერტონის“ რადარზე მინასთან ერთად პაკო ალკასერიც იმყოფება

„ევერტონის“ რადარზე მინასთან ერთად პაკო ალკასერიც იმყოფება

"ბარსელონა" გუნდის გაცხრილვას იწყებს. ივნისში კლუბი ჟერარ დეულოფეუმ დატოვა. კატალონიელებმა რამდენიმე წინადადება მიიღეს იერი მინასა და პაულინიოს ტრანსფერის თაობაზეც, თუმცა პირველ რიგში, ესპანეთის ჩემპიონები გაუშვებენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედიან.

ერთ-ერთი მათგანი პაკო ალკასერია, რომლის მიმართ ინტერესს "ევერტონი" იჩენს. მერსისაიდელებს ესპანელი ფორვარდის გაფორმება იანვარშიც სურდათ."ბარსელონას" მიზანი სოლიდური თანხის გამომუშავებაა. როგორც იცით, 2 სეზონის წინ "ლურჯ-შინდისფრებმა" პაკოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.

Sport-ის ინფორმაციით, "ევერტონს" ყველა საჭირო ინფორმაცია აქვს ფეხბურთელის შესახებ და ახლა ინგლისურ კლუბს საბოლოო გადაწყვეტილების გაკეთება მოუწევს - მიმართოს თუ არა "ბარსას" შეთავაზებით.

"ბარსელონა" ალკასერის წარმომადგენლებს მომდევნო კვირას შეხვდება და ამცნობს, რომ ფორვარდი კლუბის გეგმებში არ შედის. იანვარში, პაკომ კლუბის დატოვება არ მოისურვა. ფეხბურთელი აირჩევს ვარიანტს, რომელიც მის ანაზღაურებაზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 6 ივლისი 2018 17:38
    0
    უნდა წავიდეს.ეს მისთვისაც კარგი იქნება
    FC Chiatura
    სტუმარი [?]
    #4 6 ივლისი 2018 17:28
    0
    გაა"ვას ევერტონში მეტი რა უნდა
    philippe couthino
    სტუმარი [?]
    #3 6 ივლისი 2018 17:12
    0
    წავიდეს რა
    ფანი [?]
    #2 6 ივლისი 2018 16:56
    0
    მოიშორეთ ეს ყლ* კაცა გთხოვთ მალეე
    Footballista
    სტუმარი [?]
    #1 6 ივლისი 2018 15:43
    0
    15-shic gavatandi