Sport: სილესენს "ბარსელონას" დატოვება სურს
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" სათადარიგო გოლკიპერმა, იასპერ სილესენმა, სხვა კლუბში გადასვლა გადაწყვიტა.
კატალონიური წყაროს ცნობით, სილესენი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დუბლიორობით დაიღალა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. "ბარსელონა" მზადაა ჰოლანდიელი კარის დარაჯი, რომლის შეძენის სურვილსაც "ლივერპული" გამოთქვამს, 30 მილიონ ევროდ გაუშვას.
29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, თუმცა მან თავი კარგად წარმოაჩინა და ბუნებრივია, უფრო ხშირად თამაშის სურვილი გაუჩნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]