მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით მესი კემპესს გაუთანაბრდა

მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით მესი კემპესს გაუთანაბრდა

დღეს, არგენტინის ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ ურთულესი გამარჯვება (2-1) მოიპოვა და პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა.

სასტარტო შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, არგენტინელთა ლიდერები, ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანოც იყვნენ. "ბარსელონას" ყოფილი ცენტრალური მცველისთვის ეს მე-19 სამუნდიალო მატჩი გამოდგა და არგენტინის ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით მან მარიო კემპესი (18 მატჩი) ჩამოიტოვა. მესისთვის კი ეს მსოფლიო ჩემპიონატის მე-18 მატჩი გახდა და საფრანგეთთან გასამართი მატჩით კემპესის მაჩვენებელს ისიც გააუმჯობესებს.

ამ მაჩვენებლით, პირველ ადგილზე ლეგენდარული დიეგო მარადონა იმყოფება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 21 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 27 ივნისი 2018 12:12
    0
    არგენტინა იგებს მუნდიალს
    Culé [?]
    #3 27 ივნისი 2018 02:27
    0
    ყველა დი მარიაზე და იგუაინზე ლაპარაკობთ და პავონის ზღაპრული შემოსვლა არავის აღუნიშნავს, შემოვიდა თუ არა ეგრევე დაეტყო თამაშის ხარისხსაც, რამდენი ორთაბრძოლა მოიგო და რამდენი სტანდარტი მოიპოვა,მოკლედ ძალიან მაგარი ბიჭია ჩემი აზრით და იმსახურებს პერესზე მეტ დროს
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca
    მწერალი [?]
    #2 27 ივნისი 2018 01:23
    0
    1. დიბალაზე დაგინებული აქვს სამპაოლის არ ვათამაშებო ?!
    2. დღეს დი მარია იყო ჩვეულებრივად ზარალი. რამდენი მომენტი გააფუჭა თავისი არასწორი პასებით.
    3.გონსალო, როგორც ყოველთვის, ნაგვის ბუნკრეი. სანამ როხო გაიტანდა რა მომენტი გააფუჭა. მერე გამოდიან და ამბობენ იგუაინი რა შუაშია. შუაში კი არა თავშია
    4. ამ არგენტინას თუ უნდა რამეს მიაღწიოს საფრანგეთთან რამე უნდა გააკეთოს, თორემ ასა რაფერი გამოვა.
    5. აგენტინის დაცვა გრიზმანს, პოგბას, დემბელეს ვერ გააჩერებს, ვერც დაეწევა კონტრაზე:; მესიმ კანტეს ყვითელი უნდა აკიდოს და გაანეიტრალოს.
    მოკლედ ძაინტერესო დაპირის[ირება იქნება, მაგრამ ამ გადასახედიდან საფრანგეთი ფავორიტია
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #1 27 ივნისი 2018 01:15
    0
    მესი დღეს კარგი იყო მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ცოტა გაჩერდა და ეგრევე დაეტყო თამაშის ხარისხს.
    საფრანგეთთან სრულიად განსხვავებული თამაში იქნება, არ დადგებიან ეგენი დაცვაში და მესისთან ერთადაც სულ 3კაცი არ ირბენს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
    დიბალას რატო არ ათამაშებს იმენა ვერ ვხვდები ან აზრი საიდან წამოვიდა რომ მესი და დიბალა ერთმანეთს ხელს უშლიან. პირიქით მასეთი შემსრულებელი და ძალა მინდორზე ხელს შეუწყობს. მესა და დიმარიას 1000ჯერ აჯობებს. დიმარია საერთოდ რატო გამოდის სასტარტოში ვერ ვხვდები, რცა ითამაშა ვერაფერი გააკეთა ვერცერთ თამაშში. ჰიგუაინს აგუერო მილიონჯერ ჯობია, აგუერო უფრო ზუსტი დამრტყმელია, გონსალო დამუშავების გარეშე ჭედავს და სად უშვებს ბურთს თვითომაც არ იცის.
    დღევანდელი სასტავით ოღონდ ლოცელსო და დიმარიას ნაცვლად დიბალა დააყენოს და საფრანგეთს მაგრად დაერხევა.