ივან რაკიტიჩის ხორვატია ჯგუფიდან 9 ქულით გავიდა [ვიდეო]

ივან რაკიტიჩის ხორვატია ჯგუფიდან 9 ქულით გავიდა [ვიდეო]

ნიგერიის და არგენტინის დაპირისპირების პარალელურად, როსტოვში ხორვატიის ნაკრები, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა თამაშამდეც განაღდებული ჰქონდა, ისლანდიას შეხვდა. 

ხორვატების შემადგენლობა მეტ-ნაკლებად გადახალისებული იყო. ივან რაკიტიჩი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან, 82-ე წუთზე მატეო კოვაჩიჩის ნაცვლად ჩაერთო. 

პირველ ნახევარში გოლი არ გასულა, მეორე ტაიმში კი ნომინალური სტუმრები მილან ბადელმა დააწინაურა. 76-ე წუთზე, გილფი სიგურდსონმა პენალტით ანგარიში 1-1 გახადა, საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე ივან პერიშიჩმა დააფიქსირა. 

ხორვატია ჯგუფიდან 9 ქულით, 7 გატანილი და მხოლოდ ერთი გაშვებული ბურთით გავიდა. მერვედფინალში ზლატკო დალიჩის გუნდის მეტოქე დანიის ნაკრები იქნება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ივნისი 2018 00:59
    1
    გილოცავთ არგენტინის გასვლას.
    იმედია სამპაოლის თამაშიდან თამაშამდე კიდევ უფრო გაეხსნება გონება და მაშინ საფრანგეთის დამარცხებაც არ იქნება გამორიცხული. მესიმ ისე უნდა იაქტიუროს როგორც პირველ ტაიმში, პრესინგში უნდა დაეხმაროს გუნდს. ლო სელსოს ამხანაგურებზე თითქმის სულ ათამაშებდა სამპაოლი და ახლა 1 წუთიც არ მისცა, არადა კაი ბიჭია, ენცო პერესზე და ბილიაზე მეტს კი გააკეთებს. დი მარია კატასტროფაა, არ მესმის რატომ ითვლება უმაღლეს დონედ, მაგაზე არასტაბილური "ვარსკვლავი" ძნელად თუ მოიძებნება. დიბალას შანსს არ აძლევს, გავიგეთ არგუმენტი რომ მესი და ეგ ერთად ვერ თამაშობენ, მარა დი მარიამ ან მესამ რა ითამაშეს ამ 3 შეხვედრაში? ფასიოც არ დააყენა არცერთხელ. მოკლედ ძაან უცნაური ვინმეა სამპაოლი და იმედია მართლა გაეხსნება გონება, ცოტათი მაინც...
    Culé [?]
    #2 27 ივნისი 2018 00:56
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Ludovik
    Xorvatiaa zaan magari gundia. Magram ver gaxdebian chempionebi, ver belgia. Dalagebuli gundi didi gamocdilebit orives mougebs. Tundac germania

    გერმანია დალაგებულია?

    Vnaxavt mervedfinalidan, safrangetic atamashdeba, espanetic. Inglisi pormashia isedac. Xorvatia naxevarpinalshi maximum
    Culé [?]
    #1 27 ივნისი 2018 00:50
    1
    Xorvatiaa zaan magari gundia. Magram ver gaxdebian chempionebi, ver belgia. Dalagebuli gundi didi gamocdilebit orives mougebs. Tundac germania