საფრანგეთის ნაკრებმა C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

საფრანგეთის ნაკრებმა C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

ცოტა ხნის წინ, C ჯგუფის დასკვნითი შეხვედრები დასრულდა. მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე, ერთმანეთს საფრანგეთის და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ჯგუფიდან გასასვლელად, ფრე ორივე გუნდს აწყობდა და მატჩიც გოლის გარეშე მორჩა, თანაც განსაკუთრებული მონდომებით არცერთ ნაკრებს არ შეუტევია. 

თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო უსმან დემბელემ, რომელმაც რამდენიმე სახიფათო შეტევაში მიიღო მონაწილეობა, 78-ე წუთზე კი მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ის მოედნიდან გაიყვანა. რაც შეეხება სამუელ უმტიტის, მას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 

პარალელურად, პერუს ნაკრებმა ავსტრალია 2-0 დაამარცხა. 

საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალში D ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, დანიის მეტოქე კი, დიდი ალბათობით, ივან რაკიტიჩის ხორვატია იქნება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 27 ივნისი 2018 12:07
    0
    არგენტინა უგებს საფრანგეთს.ლეო ითამაშებს უმაგრესად
    Halamadrid_Paqso
    სტუმარი [?]
    #1 26 ივნისი 2018 20:43
    1
    ისე მბაპე რა იგროკია , ტიპი 19 წლისა და რას თამაშობს,