ხოსე არნაისს 10 გუნდი იწვევს

  • 21-06-2018, 15:55
  • ხოსე არნაისს 10 გუნდი იწვევს

    "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს, ხოსე არნაისს ერთდროულად 10 გუნდი ეპატიჟება. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

    მას შემდეგ, რაც "ბარსა ბ" სეგუნდა დივიზიონიდან გავარდა, გუნდის ლიდერების დაწინაურების, ან სხვა კლუბებში განათხოვრების საკითხი დადგა დღის წესრიგში, რადგან ესპანეთის ჩემპიონატის ქვედა ლიგებში მათი პროგრესის გაგრძელება რთული იქნება.

    ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის ბედიც გადაწყვეტილი ჯერ არაა, 23 წლის შემტევი ხოსე არნაისია. Sport-ის ცნობით, მას ესპანეთიდან, ინგლისიდან და საფრანგეთიდან 10 გუნდი იწვევს. ერთ-ერთი მათგანია "ხეტაფე", რომელიც ყველაზე კარგ მდგომარეობაშია - "ბარსელონაში" სპორტული დირექტორის, რამონ პლანესის გაშვების შემდეგ, მადრიდელებმა კატალონიური კლუბის ფეხბურთელებზე გარკვეული უფლებები მოიპოვეს.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" არნაისის გაყიდვას არ აპირებს და მისი მხოლოდ იჯარით გაშვებას დასთანხმდება.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    bembele წევრი [?]

    21 ივნისი 2018 15:59

    აუ ეს რო Yოფილიყო ბოლო 7 6 ტურში რაიცი იქნებ არ გავარდნილიყო ბარსაა ბ

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge