ჩავი: დემბელეზე დიდი ზეწოლა იყო

  • 19-06-2018, 11:19
  • ჩავი: დემბელეზე დიდი ზეწოლა იყო

    "ბარსელონას" ლეგენდა ჩავი ერნანდესი კატალონიური კლუბის ამომავალ ვარსკვლავზე, უსმან დემბელეზე საუბრობს.

    "დემბელე კლუბში ისეთ დროს მოვიდა, როდესაც მასზე დიდი ზეწოლა იყო. მას ამასთან შესაგუებლად დრო სჭირდებოდა.

    "ბარსელონაში" თამაში, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ძალიან რთული გამოწვევაა, მაგრამ როგორც ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, ამ ფეხბურთელს დიდი პოტენციალი აქვს." - აცხადებს ჩავი, რომელიც კომენტარს ანტუან გრიზმანზეც აკეთებს - "გრიზმანი მომწონს. ის მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე სხვაობას ქმნის. ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ "ბარსელონაში" კარგად ეთამაშა. სიმეონე იღბლიანია, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი ჰყავს."

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 19 ივნისი 2018 17:54

    დემბო მომავალ სეზონში იფრენს ისე ითამაშებს

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 19 ივნისი 2018 16:29

    დემბოს მომავალ სეზონში იფრენს კლუბში...

    0
    --------------------
    We 61D it !