ჟოან ლაპორტა პრეზიდენტობისთვის ისევ იბრძოლებს

  • 15-06-2018, 21:27
  • ჟოან ლაპორტა პრეზიდენტობისთვის ისევ იბრძოლებს

    2021 წელს "ბარსელონაში" საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და საკუთარი კანდიდატურა კიდევ ერთმა ადამიანმა წამოაყენა - ეს ჟოან ლაპორტაა, რომლისთვისაც, გამარჯვების შემთხვევაში, ეს პოსტი უცხო არ იქნება. 

    ლაპორტა "ბარსას" პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. ამ პერიოდში გუნდში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა რონალდინიო და მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ლეგენდა გახდა. 

    ლაპორტამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სოციალურ ქსელში დღეს დააანონსა. აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს შესრულდა 15 წელი მისი პრეზიდენტობის პირველი დღიდან. 

    "დღეს 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონაში" დიდებული ციკლი დაიწყო. მოვახერხებთ თუ არა ამის გაკეთებას კიდევ? ვნახოთ, გააჩნია, მოვიგებ თუ არა". - ვკითხულობთ ლაპორტას პოსტში. 

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    mambito777

    7 - 16 ივნისი 2018 09:09

    ეს კაი ამბავია, პროსტა ის ტეხავს რო კიდე 3 წელი უნდა ველოდოთ ამის მოსვლას.

    0
    გასულია

    6 - 16 ივნისი 2018 02:28

    ოღონდ შენ მოდი

    0
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    ძველი ბარსელონელი

    5 - 16 ივნისი 2018 00:47

    ვაახ იმედია როგორც ამ სიახლემ გამახარრა ათი იმდენჯერ ლაპორტამ მოიგო ვრძოლაო ეგ გამახარებს, მერე ჩათვალეთ თავი ქუდში გვაქ.

    0
    გასულია

    4 - 15 ივნისი 2018 23:01

    ამის მოსვლის შემდეგ როგორი "ბარსელონა" იქნება ნეტა, საინტერესოა :)

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია

    3 - 15 ივნისი 2018 22:51

    კარგია მოვიდეს

    0
    ლუკა ხეცურიანი

    2 - 15 ივნისი 2018 21:42

    აუუ ნეტაა ეს მოვიდეს რააა,მაგარი კაციაა გუნდზე ფიქრობს და არა ფულზე <3

    0
    გასულია

    1 - 15 ივნისი 2018 21:34

    მოდი ჯიგარო მოდი და გაუშვი ბართუშა

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი