ინტერვიუ ჩავისთან: ლოპეტეგის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო

ინტერვიუ ჩავისთან: ლოპეტეგის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო

"ბარსელონასა" და ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა, მადრიდულ AS-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც მან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა.

- რას გვეტყით ლოპეტეგის დათხოვნაზე და იმ სიტუაციაზე, რომელიც ესპანეთს ნაკრებში ბოლო დღეებშია შექმნილი?

- შექმნილი ვითარება კარგი არაა. ამას არავინ ელოდა. ფეხბურთს ასეთი რამ ახასიათებს - ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. "რეალმა" ლოპეტეგის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რამაც, ბუნებრივია, გუნდში დესტაბილიზაცია გამოიწვია.

- მიგაჩნია, რომ ლუის რუბიალესი სწორად მოიქცა, როდესაც ლოპეტეგი დაითხოვა?

- ვფიქრობ, რუბიალესი სწორად მოიქცა. მწვრთნელმა სხვებს მაგალითი უნდა მისცეს. ისეთ დიდ ტურნირებზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, ტურნირს ყველა ყურადღებით აკვირდება და ყველამ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ეროვნული გუნდისთვის. ასეთ დროს, "რეალი" ლოპეტეგის დანიშვნას ადასტურებს და ეს საქციელი არავის ესმის. ვფიქრობ, მადრიდელებმა ეს ცუდ დროს გააკეთეს.

- ფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში, ყველა მხარემ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე იფიქრა?

- ლოპეტეგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს, მისთვის, შესანიშნავი შანსია. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. თუმცა, შექმნილ ვითარებაში, ამან ესპანეთის ფედერაციასა და ნაკრებს ავნო და მიმაჩნია, რომ რუბიალესი სწორად მოიქცა. გუდი 100%-ით მსოფლიოს თასის მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ეროვნული გუნდის მწვრთნელი კი არ შეიძლება იმავდროულად "რეალის" მწვრთნელიც იყოს.

- იგივეს იტყოდი სხვა გუნდის, მაგალითად, "ბეტისის" შემთხვევაში?

- სხვა გუნდში რომ წასულიყო, ზუსტად იგივეს ვიტყოდი. ამ დროს, მწვრთნელი უკვე მის კარიერაში ახალ ეტაპზე ფიქრობს. ლოპეტეგის შემთხვევას უდროოს მხოლოდ "რეალის" გამო არ ვუწოდებ. ყველამ იცის, რომ "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ "ბარსას" შემთხვევაშიც იგივეს ვიტყოდი.

- რამდენად დიდია "რეალის" ბრალეულობა მომხდარში? ლოპეტეგისთან პირველად სწორედ "რეალის" წარმომადგენლებმა დარეკეს.

- კი, მაგრამ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ, პიროვნება იღებს. თუ კონტრაქტს ვაფორმებ, სწორედ მე ვარ ის, ვინც დოკუმენტს ხელს აწერს. საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვღებულობ. პასუხისმგებლობა ლოპეტეგის ეკისრება. სწორედ ის იყო ეროვნული გუნდის მწვრთნელი. რა თქმა უნდა, "რეალს" ამ პროცესში თავისი წვლილი მიუძღვის და მადრიდელები ესპანეთის ნაკრებში ჯანსაღი სიტუაციის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ლოპეტეგის ეკისრება. ფედერაცია კლუბებზე მაღლა დგას და მიმაჩნია, რომ რუბიალესმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

- რას ელი ფერნანდო იეროსგან? მას კარგად იცნობ.

- იერო ფედერაციაში არსებულ სიტუაციას შიგნიდან კარგად იცნობს და მას აქვს იმის გამოცდილება, რომ წინსვლა განაგრძოს. თავად ფეხბურთელებიც ძალიან გამოცდილები არიან. მათ, კარიერის განმავლობაში, ყველაფერი უნახავთ. რამოსი, ბუსკეტსი, ინიესტა, სილვა და ახალგაზრდა ფეხბურთელებიც საუკეთესო გუნდებში თამაშობენ და მათ შექმნილ ვითარებასთან გამკალვება შეუძლიათ.

- გუნდი ტურნირს კარგ ფორმაში ხვდება...

- ვფიქრობ, ლოპეტეგი ბოლოს შეცდა, მაგრამ მანამდე ის დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევდა. მისი ხელმძღვანელობით ესპანეთს წაგება არ აქვს. მის მიერ დანერგილი სტილი ფანტასტიკური იყო და მას ეს უნდა მივულოცოთ. მსოფლიო ჩემპიონატს ოპტიმისტურად უნდა შევხვდეთ.

- შეუძლია ესპანეთს ნაკრებს ტურნირის მოგება?

- ზოგჯერ, პრობლემებს შეუძლია გუნდი კიდევ უფრო გააერთიანოს. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ. მაგალითად, ლუის არაგონესის დროს, ევროპის ჩემპიონები გავხდით და ეს მაშინ, როდესაც ნაკრების გარშემო შექმნილი ვითარება კარგი არ იყო. ასე რომ, შესაძლოა, შექმნილი გარემო ჩვენს სასარგებლოდ არაა, მაგრამ ამას შეუძლია გუნდი გააერთიანოს. საბოლოოდ, მოედანზე ფეხბურთელები გადიან და მათ უკვე იციან, თუ როგორ უნდა ითამაშონ.

- რომელი ქვეყნები მიგაჩნია ფავორიტებად?

- ვფიქრობ, ბრაზილია დანარჩენებზე ერთი ნაბიჯით წინაა. შემდეგ მოდიან გერმანია, საფრანგეთი, არგენტინა მესისთან ერთად, პორტუგალია კრიშტიანუსთან ერთად, ესპანეთიც კანდიდატი იქნება... შემდეგ არიან ხორვატია და ბელგია, პლიუს ერთი-ორი გუნდი. საინტერესო ჩემპიონატი გველოდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველა გუნდს შეუძლია პრობლემები შეგიქმნას. გავიხსენოთ, რა მოხდა ესპანეთსა და ტუნისს შორის გამართულ შეხვედრაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გიორგი ზასეიშვილი
    სტუმარი [?]
    #8 15 ივნისი 2018 01:07
    0
    ციტატა: royal madrid.....
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: royal madrid.....
    პორტუგალია იგებს მსოფლიოს

    My Webpage

    მომისმინე ბიჭო მე ჩემი აზრი გამოვთქვი და ვისაც არ მოსწონს გამიტაროს გაუგებარია რამე? ... და ვინც ჩემზე გინება გამოუშვას არ აცდეს 13 იმდენი ჩემგან ....13 რეალის პონტში .... ახლა დამადეთ ბანი ....

    რას პროვოკატორობ ბიჯო
    royal madrid.....
    სტუმარი [?]
    #7 14 ივნისი 2018 23:17
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: royal madrid.....
    პორტუგალია იგებს მსოფლიოს

    My Webpage

    მომისმინე ბიჭო მე ჩემი აზრი გამოვთქვი და ვისაც არ მოსწონს გამიტაროს გაუგებარია რამე? ... და ვინც ჩემზე გინება გამოუშვას არ აცდეს 13 იმდენი ჩემგან ....13 რეალის პონტში .... ახლა დამადეთ ბანი ....
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #6 14 ივნისი 2018 22:23
    0
    მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია წელიწადში 111 მილიონი დოლარი ხოლო პენალდო 108 მილიონი დოლარი
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 14 ივნისი 2018 22:01
    0
    სუა და კავანი ამოტენიან არაბებს.სადაც რუსეთმა 5გაუტანა ესენი 10ს გაუტანენ.
    royal madrid.....
    სტუმარი [?]
    #4 14 ივნისი 2018 21:57
    0
    პორტუგალია იგებს მსოფლიოს
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #3 14 ივნისი 2018 20:59
    0
    ეე ეს საუდის არაბეთი არაფრის მომგები არაა ისევ ტუნისს ვუგულშემატკივრებ <3
    Culé [?]
    #2 14 ივნისი 2018 20:40
    0
    ანტუან გრიზმანი ქომაგების ნერვიულობას განაგრძობს.

    ფრანგი ფეხბურთელი „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ გულშემატკივრებს ჭკუიდან შლის.

    როგორც ცნობილი იყო, გრიზმანს გუშინ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განხადება უნდა გაეკეთებინა, რადგან ეს მან თავად დაანონსა.

    გრიზმანმა საკუთარი twitter-ის გვერდზე ატვირთა ვიდეო, რომლის სახელიც „გადაწყვეტილება“ იყო. ფეხბურთელი ასეთ რამეს ამბობს:

    „თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ჩემი კომენტარის შესახებ. შეგიძლიათ თქვათ, თუ მე წავალ, თუ მე დავრჩები, რამდენს გადამიხდიან, ან რამდენს არ გადამიხდიან, თუმცა სიმართლე მდგომარეობს იმაში, რასაც ახლა ვიტყვი...“ და ამ დროს ვიდეო გაითიშა, რომელიც მან მალევე წაშალა.



    გრიზმანი ყველას ნერვებზე თამაშობს. ამ ქმედებით მან ქომაგები კიდევ უფრო აანერვიულა და პრესას მეტი სასაუბრო მისცა.

    „ატლეტიკოს“ მხარე მიიჩნევს, რომ გრიზმანმა დარჩენა გადაწყვიტა. კატალონიელები კი ტრანსფერს შეთანხმებულად თვლიან და მალე მის გამოცხადებას აანონსებენ.

    საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კი გადაწყვიტა, რომ ხალხი გაემხიარულებინა - „გრიზმანი რჩება… ესპანეთში“.

    თავად ფეხბურთელმა გუშინ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა მას ჯერ არ გაასაჯაროებს.

    Mundo ირწმუნება, რომ გრიზმანმა არჩევანი „ბარსელონას“ სასარგებლოდ გააკეთა და 1 ივლისს კატალონიელები მას ოფიციალურად წარადგენენ.

    როგორც ჩანს, საპნის ოპერა გრძელდება და ჯერჯერობით მის დასრულებას არ უნდა ველოდოთ.
    Barcelona2006
    სტუმარი [?]
    #1 14 ივნისი 2018 20:33
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ესპანეთმა ამ მსოფლიოზე თუ ჩაისვარა პერესი უნდა ჩამოკიდონ კაუჭზე

    მაგრად მგონია რო ჩაისვრის შეილება ხვალ პორტუგალიამ გაუდოს :))))