"ბარსელონამ" დე იონგის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართა

  • 12-06-2018, 00:00
  • "ბარსელონამ" დე იონგის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართა

    De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართა.

    წყაროს ცნობით, "ბარსელონასა" და დე იონგის წარმომადგენლებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. კატალონიელები 21 წლის ფეხბურთელის შეძენის საკითხში სერიოზულად დაწინაურდნენ.

    ცნობისთვის, დე იონგის ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.

    ფრენკი დე იონგმა გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც თავი ერთი გოლითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro messi წევრი [?]

    13 ივნისი 2018 15:10

    კარგად ათამაშდება ბარსაში

    0
    გასულია
    Geroge Jussie წევრი [?]

    12 ივნისი 2018 10:34

    ტიაგო ალკანტარა და ეს ბიჯია მოსაყვანი ნახევარდაცვას ეყოფა რათა რაკიტიჩიც ამოაგდონ ნელ ნელა

    0
    mambito777
    mambito777 სტუმარი [?]

    12 ივნისი 2018 09:29

    კარგია კარგი, იმედია ბოლომდე მიიყვანენ საქმეს და გაჩარხავენ ამ ტრანსფერს

    0
    ძველი ბარსელონელი
    ძველი ბარსელონელი სტუმარი [?]

    12 ივნისი 2018 02:54

    ძლივს კაიამბავი გავიგეთ.

    0
    საიტზეა
    lesane C ფანი [?]

    12 ივნისი 2018 00:04

    დავაი მაიყვანეთ ეს ბიჭი სანამ 100 და მეტი ლიმონი დადებია ფასად

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge