ინტერვიუ ლეო მესისთნ [მეორე ნაწილი]

  • 11-06-2018, 21:10
  • ინტერვიუ ლეო მესისთნ [მეორე ნაწილი]

    კატალონიური Sport-ისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს მეორე ნაწილში ლეო მესი „ლა მასიაზე“, კლუბის ფილოსოფიას, „მესიდამოკიდებულებასა“ და გოლის აღნიშვნებზე საუბრობს.

    ინტერვიუს პირველი ნაწილი

    - მიგაჩნია, რომ „ლა მასიას“ ისევ დიდი მნიშვნელობა აქვს?

    - ეს ჩვენი კლუბის ფილოსოფიაა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. გვარდიოლას მოსვლის შემდეგ, აკადემიიდან ბევრი ფეხბურთელი დაწინაურდა. ბოლო დროს, ამ ტენდენციამ ცოტათი იკლო და მნიშვნელოვანმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სხვა გუნდებს მიაშურეს, სადაც მათ მეტი შანსი დაინახეს.

    - გესმის მათი და ღელავ ამაზე?

    - უცნაურია, რომ ისინი მსოფლიოს უდიდეს კლუბს ტოვებენ უფრო პატარა გუნდებისთვის იმის გამო, რომ ცოტათი მეტი შანსი მიიღონ. მათ, ახალგაზრდულ ასაკში, მოცდა არ უნდათ. ამ ფეხბურთელებით ინგლისური და გერმანული გუნდები ინტერესდებიან. 16 წლის ფეხბურთელებს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშსა და თამაშს ჰპირდებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ შანსს ჩვენთან იმსახურებენ და თუ ეს მოხდა, ისინი დაინახავენ, რომ „ბარსელონას“ პირველი გუნდი მიუღწეველი მიზანი არაა.

    - შენთვის, რას ნიშნავს „ბარსელონას“ სტილი?

    - ცოტათი იმას, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. კლუბის ფილოსოფია ახალგაზრდა ფეხბურთელების აკადემიიდან მოყვანაა და ერთ სტილში თამაშია. ზოგჯერ, ფეხბურთელები სხვა გუნდებიდან მოდიან და მათ ადაპტაცია უჭირთ. ეს ადვილი ჩანს, მაგრამ ასე არაა. ჩვენ ამით დავიბადეთ, დიდი ხანია ამ კლუბშ ვართ, ვიცით, ეს რას ნიშნავს, როგორ უნდა ვიტამაშოთ, როგორ უნდა იყო ერთი ნაბიჯით წინ ბურთის მიღების დროს, იცოდე სადაა შენი თანაგუნდელი. ამ ყველაფერთან ადაპტაცია ადვილი არაა იმის მიუხედავად, რა დონის ფეხბურთელი ხარ. რა თქმა უნდა, როდესაც პროფესიონალი ხარ და შესაბამისი თვისებები გაქვს, უფრო გიადვილდება, მაგრამ ამას ყოველთვის დრო სჭირდება. ესაა კლუბის ფილოსოფია, რაც მას სხვებისგან განასხვავებს.

    - როგორ შეიცვალა ეს ფილოსოფია ბოლო დროს?

    - კლუბი ცდილობს ეს შეინარჩუნოს. სხვადასხვა ფილოსოფიის და საფეხბურთო გაგების მწვრთნელებმა, გარკვეულწილად, რაღაცეების შეცვალეს. კონკრეტულ სიტუაციაში ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული.

    - რას გრძნობ, როდესაც „მესიდამოკიდებულებაზე“ საუბრობენ? ეს ნორმალურად მიგაჩნია?

    - ეს უაზრობაა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბი არ შეიძლება ერთ ფეხბურთელზე იყოს დამოკიდებული. „ბარსელონას“ საკმარისად ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელის ჰყავს იმისათვის, რომ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებულებაზე არ ვილაპარაკოთ. უმაღლესი დონის მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში საუკეთესოებზე და „ბარსელონას“ „მესიდამოკიდებულებაზე“ საუბარი სისულელეა.

    - ბოლო დროს, შენი მხრიდან, გოლის რამდენიმე განსაკუთრებული აღნიშვნა ვიხილეთ. ეს დაგეგმილი იყო?

    - არა. ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა. ბედნიერი ხარ, როდესაც შეუძლებელს შეძლებ, როგორც, მაგალითად, პსჟ-სთან. ვფიქრობდი, რომ ამ მატჩის შემდეგ, სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ. შემდეგ იყო „რეალთან“ დაპირისპირება, რაც ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე და ჩვენ ყოველთვის მოგება გვინდა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 13 ივნისი 2018 15:03

    მსოფლიოში საუკეთესო

    0
    გასულია

    3 - 12 ივნისი 2018 01:26

    mesi zma xar

    minda gamovexmauro neimaris realshi gadasvlas ...icit ra daiikidet figos nairad mainc ar gauketebia...da tan coutinio gvyvavs zalian zlieri talanti romelic 2 welshi gasaocrad daixveweba barsas stilshi da ufro lamazi golebic gaaqvs xolme

    0
    გასულია

    2 - 11 ივნისი 2018 22:14

    ON BALON: Барселона настроена на феерическую неделю. В течение следующих семи дней будут подписаны три игрока на общую сумму в размере 200 миллионов евро.Три игрока, которых, как ожидается, подпишет клуб на этой неделе: Антуан Гризманн, Клеман Лангле и Френки Де Йонг.Этим летом Гризманн стал главной целью Барселоны, и игрок, как сообщается, был заинтересован в переезде в Камп Ноу. Ожидается, что соглашение с Гризманном будет достигнуто на этой неделе, а его предложение на сумму 100 миллионов евро будет активировано 1 июля.Между тем, Клеман Лангле отказался от нового контракта от Севильи и присоединится к команде Вальверде за 38 миллионов евро. Также весьма гладко идут переговоры с Аяксом о передаче Френки Де Йонга за сумму в 40-45 миллионов евро. Голландца считают преемником Серджио Бускетса.

    barcelona live არის ასეთი აპლიკაცია play story _ზე და ეგ მაქვს გადმოწერილი სიახლეებია და საინტერესო სტატიები!

    0
    გასულია

    1 - 11 ივნისი 2018 21:39

    ამ კვირაში ლენგლე,დე იონგი და გრიზმანი გაფორმდებაო ჯამში სამივე 200 მლნ$

    0