ლიონელ მესი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

ლიონელ მესი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი აღიარებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, სანაკრებო კარიერა დაასრულოს.

"შეიძლება თუ არა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დავასრულო? არ ვიცი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ჩვენთვის მუნდიალი როგორ დასრულდება.

3 ფინალი წავაგეთ, რამაც არგენტინულ პრესასთან სირთულეები გამოიწვია. ჩვენ ფინალში გასვლის მნიშვნელობაზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ფინალამდე მიღწევა რთულია, რაც დასაფასებელი უნდა იყოს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი კარგი ფეხბურთელი ითამაშებს, მაგრამ არგენტინისაც ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლების ყოლასაც ნებისმიერი ნაკრები ისურვებდა." - ციტირებს მესის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 13 ივნისი 2018 08:51
    0
    არგენტინა მოიგებს 2018წლის მუნდიალს
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #1 11 ივნისი 2018 01:06
    1
    კი ყავს ეგეთები არგენტინას შენ დაშენ