გვარდიოლა: "ბარსელონას" აღარასდროს გავწვრთნი

გვარდიოლა: "ბარსელონას" აღარასდროს გავწვრთნი

"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი და მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მის წარსულზე, მომავალსა და იოჰან კრუიფზე საუბრობს.

"ბარსელონაში" მწვრთნელად აღარ დავბრუნდები. ეს ეტაპი დასრულდა. "ბარსას" მეტჯერ აღარ გავწვრთნი.

"ბარსელონაში" ფანტასტიკური პერიოდი მქონდა, რომლის დროსაც, მსოფლიო დავიპყარით. ჩვენ შესანიშავი ფეხბურთელები, ახალგაზრდა და ამბიციური პრეზიდენტი, მომაკვდინებელი მოთამაშეების მთელი თაობა და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გვყავდა.

"ბარსელონას" პრეზიდენტობა? არა, მე მწვრთნელი ვარ და ეს საქმე კარგად გამომდის. ყველაფერს ვერ გააკეთებ. როდესაც მწვრთნელობას შევეშვები, გოლფის თამაშს დავიწყებ.

"ბარსელონა", გასულ სეზონში, მსოფლიოში საუკეთესო იყო, იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო.

იოჰან კრუიფმა გზა გაგვიკვალა. რა უნდა გვექნა? მის გზას გავყევით. მან ფეხბურთში დიადი ღირებულებები ჩადო და ეს ახლაც გრძელდება. თუ ვინმე ამ იდეებს არ მიჰყვება, მისი საქმე ცუდად წავა.

კრუიფს შესანიშნავი ტაქტიკები ჰქონდა. როდესაც საქმე კარგად მიდის, ეს ყველაფერი უნდა გავიმეოროთ, არა?" - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს TV3.

გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის სიამოვნებით გაწვრთნიდა "ბარსელონას" აღსაზრდელებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 10 ივნისი 2018 12:25
    0
    ანუ ისეთი ასაკისაა ჯერ რო რა იცი რა ხდება შეჩემისა... სულ რო მოიაროს ყველა კლუბი მეორე წრეზე მაინც მოუწევს ბარსელონა სადმე.