მასკერანო: არგენტინის ნაკრებმა მესის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს

მასკერანო: არგენტინის ნაკრებმა მესის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო, რომელმაც კატალონიური გუნდი გასული სეზონის მიმდინარეობისას დატოვა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს იხსენებს და მოახლოებულ მუნდიალზეც საუბრობს. 

"რაც ბრაზილიის მუნდიალზე მოხდა, იქამდე გამოცდილი არ გვქონდა. ეს, ნამდვილად, უნიკალური გამოცდილება იყო. ჩვენი თამაშის სტილი, სისტემა ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩამოვაყალიბეთ. ამ ტურნირზე ყოველთვის ასე ხდება. ამას გაცნობიერებულად ვაკეთებდით და შედეგად, ფინალამდეც მივედით. შედეგის მიუხედავად, არგენტინამ, ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ერთი მიზნისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოდით. გერმანელთა გოლის მომენტმა კი დაამტკიცა ის, რომ ფეხბურთის ბედს დეტალები წყვეტს. ანდრე შურლემ ბურთის ჩაგდება ზუსტად იქ მოახერხა, სადაც ჩემი და პაბლო საბალეტას ყოფნის მიუხედავად, მცირე ცარიელი სივრცე იყო, იქ კი ბურთი მარიო გიოტცემ მიიღო... ეს მოულოდნელად მოხდა. 

რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ჩვენი მთავარი სურვილია, ლეო მესი საუკეთესო ფორმაში იყოს. ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ყველასთვის ნათელია, რომ მისი მდგომარეობა საერთო გუნდის მდგომარეობას განაპირობებს, ასე რომ დანარჩენი ფეხბურთელების კონდიციებმა მისი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს". - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს The Guardian. 



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 10 ივნისი 2018 11:45
    0
    მასკე და ლეო აწევენ მუნდიალის თასს
    Culé [?]
    #2 9 ივნისი 2018 23:58
    0
    ლანსინისთან ერთად ბანეგაც დაიმტვრა??? იცით ვინმემ?
    Barcelona2006
    სტუმარი [?]
    #1 9 ივნისი 2018 22:58
    0
    :) ფინალი არგენტინა-ბრაზილია გაასწორებს მაგრად :)))))