"ბარსელონა" მზადაა არტურის ზაფხულში გადმოსვლისთვის 3 მილიონი გადაიხადოს

"ბარსელონა" მზადაა არტურის ზაფხულში გადმოსვლისთვის 3 მილიონი გადაიხადოს

"ბარსელონა" "გრემიოს" 21 წლის ნახევარმცველის, არტურის ზაფხულში ყიდვის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერის დაჩქარებაზე სერიოზულად მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც კარლეს ალენიამ მძიმე ტრავმა მიიღო. "ბარსა ბ"-ს ლიდერს პირველ გუნდში დაწინაურებას უპირებდნენ და მისი გამოკლებით, ერნესტო ვალვერდეს ნახევარმცველების რაოდენობა უმცირდება.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" მზადაა "გრემიოსთან" უკვე შეთანხმებულ 30 მილიონს 3 მილიონი დაამატოს და იანვრის ნაცვლად, არტური ივლისში დაიმატოს. თუმცა, ბრაზილიური კლუბი 10 მილიონის დამატებას ითხოვს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 10 ივნისი 2018 11:41
    0
    არტური გამოადგება გუნდს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ივნისი 2018 21:22
    0
    აუცილებლად ზამთარში უნდა მოიყვანონ, მაინც ახლა იხდიან ფულს და.. ზამთარში მოსვლის შემთხვევაში სრულიად ამოვარდნილი იქნება გუნდიდან, ვერც დიდ სათამაშო დროს მიიღებს,რაც არც გუნდს აწყობს და არც თვითონ არტურს.
    ციტატა: ani-barca10
    ციტატა: M10 S9 D11
    რას ქვია რამ მნიშვნელობა აქვს ზედმეტი ფული რატო უნდა გადაიხადოს კლუბმა? ისიც იკმარონ გრემიოში 35 მილიონად რო იყიდა ბარსამ ეს ბიჭი და პლიუს 3 მილიონს უმატებენ ის 7 მილიონი ტიაგოს ან პიანიჩის ან რავი რომელიმე ტოპ კლასის ნახევარ მცველს მოხმარდება

    30ს იხდიან არტურში და ზამთარში უშვებენ და თუ გინდათ ზაფხულში წაყვანა 10 მილიონით მეტი გადაიხადეთო და რა პრობლემაა ეგ 10 მილიონი :დ ტიაგო ან პიანიჩის მოყვანა თუ უნდათ კიდე 10 მილიონს როგორმე იშოვის ამხელა გუნდი :დ მარა რაღაც მეეჭვება 2 ტოპ ტრანსფერი გააკეთონ ან გრიზმანს იყიდიან და კაი ნახევარმცველს აღარ ან პირიქით თუ გრიზმანს ვერ იყიდიან 1 ტოპ ნახევარმცველს მოიყვანენ

    იმედია რასაც ამბობ მასე არ იზამენ :დდ არადა დიდია მაგისი ალბათობა წარსულს თუ გადავხედავთ.. გრიზმანი (100),ტიაგო(50+დინი),ლანგლე(35),არტური(30-35). თუ ეს ფასები რაც იწერება მართალია გამოდის 220 მილიონი. რაკიტიჩი/პაულინიოდან ერთ-ერთს თუ გაყიდიან შეძლება ამათი მოყვანა...