"საუთჰემპტონს" პაკო ალკასერი სურს

  • 9-06-2018, 16:00
  • "საუთჰემპტონს" პაკო ალკასერი სურს

    ინგლისური "საუთჰემპტონი" "ბარსელონას" ესპანელი თავდამსხმელის, პაკო ალკასერის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    კატალონიური წყაროს ცნობით, "საუთჰემპტონის" მთავარ მწვრთნელს, მარკ ჰიუზს, სურს, რომ გუნდი ალკასერის გარშემო ააგოს და მას იგივე როლი მიანიჭოს, რაც ფეხბურთელს "ვალენსიაში" ჰქონდა.

    ალკასერმა, გასულ სეზონში, მონაწილეობა მხოლოდ 17 თამაშში მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" ანტუან გრიზმანს დაიმატებს, ესპანელის სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება და დიდი ალბათობით, კატალონიელები მის გაყიდვაზე უარს არ იტყვიან.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 10 ივნისი 2018 11:24

    ჩემი აზრით ამ კაცმა თავვისი მაქსიმუმი უკვე გააკეთა და მეტს ვეღარ მოვთხოვთ.

    0
    გასულია

    1 - 9 ივნისი 2018 16:47

    გ ა უ შ ვ ი თ ! სანამ ვინმეს უნდა

    0
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა