"ბარსელონამ", შესაძლოა, თავისი ყოფილი ფეხბურთელის შვილი დაიმატოს

"ბარსელონამ", შესაძლოა, თავისი ყოფილი ფეხბურთელის შვილი დაიმატოს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის, ისლანდიელი ეიდორ გუდიონსენის 16 წლის ვაჟი, ედრი გუდიონსენი, შესაძლოა, კატალონიურ კლუბში გადავიდეს.

Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" წარმომადგენლები ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდნენ და მასთან შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილეს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატარა გუდიონსენს "რეალში" გადასვლა ურჩევნია, ამის მიზეზი კი ფინანსური საკითხებია.

ფეხბურთელი, ამჟამად, "ესპანიოლის" სკოლაში ირიცხება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 7 ივნისი 2018 17:07
    0
    თუ არ უნდა არავინ აძალებს უბრალოდ სკამზე გახმება რეალში