"გრემიოს" პრეზიდენტი: არტური ჩვენთან დეკემბრამდე დარჩება

  • 25-05-2018, 11:54
  • "გრემიოს" პრეზიდენტი: არტური ჩვენთან დეკემბრამდე დარჩება

    ბრაზილიური "გრემიოს" პრეზიდენტი რომილდო ბოლზან ჟუნიორი ირწმუნება, რომ მისი გუნდის ლიდერი არტური "ბარსელონაში" ზაფხულში არ გადავა.

    ოფიციალურად დადასტურებულია, რომ "ბარსელონამ" არტურის 30 მილიონ ევროდ შეძენის უფლება მოიპოვა. კატალონიელებს ამ უფლების 15 ივლისამდე გამოყენება შეუძლიათ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ახალგაზრდა ნახევარმცველი ესპანეთში სათამაშოდ იანვარში გადავა.

    ბოლო დროს ვრცელდებოდა ცნობები, რომელთა თანახმდაც, "ბარსელონა" ცდილობდა "გრემიოსთან" მოლაპარაკებულიყო და არტური ზაფხულში დაემატებინა, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არ მოხდება.

    "არტური "გრემიოში" დეკემბრამდე დარჩება. სხვა ვარიანტი არ არსებობს. კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია. "ბარსელონას" არასდროს გამოუთქვამს სურვილი, არტური ბრაზილიური სეზონის შუაში დაემატებინა. კატალონიელებს მხოლოდ იმის უფლება აქთ, რომ ის იანვარში იყიდონ, მაგრამ თუ ტრანზაქციას 15 ივლისამდე განახორციელებენ." - ციტირებს ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტის სიტყვებს Sport.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 26 მაისი 2018 09:37

    ციტატა: M10 S9 D11
    დეკემბერი გვიანია ზაფხულში უნა მოიყვანონ

    მეც მასე მგონია

    0
    გასულია

    2 - 25 მაისი 2018 15:23

    ზამთარში მოყვანილი ფეხბურთელის მოყვანას რა აზრი აქ ? სკამზე გაატარებს დარჩენილ სეზონს მთლიანად ან განაცხადს მიღმა, აუტანელია უკვე ამ კლუბის პოლიტიკა

    0
    გასულია

    1 - 25 მაისი 2018 12:14

    დეკემბერი გვიანია ზაფხულში უნა მოიყვანონ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued