გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებული გადამწყვეტი თარიღები

გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებული გადამწყვეტი თარიღები

"ატლეტიკოს" შემტევი, ანტუან გრიზმანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "ბარსელონას" მთავარი სამიზნეა. კატალონიური Sport ასახელებს 4 გადამწყვეტ თარიღს, რომლებმაც ფრანგი ფეხბურთელის მომავალი ცნობილი უნდა გახადოს. 

20 მაისი

მადრიდული გუნდის ბოლო თამაში 2017/18 წლების სეზონში. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს განაცხადოს გრიზმანმა, რომ კლუბის დატოვებას აპირებს. 

16 ივნისი

ამ დღეს საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს თასზე ასპარეზობას დაიწყებს. გრიზმანს სურს, მისი მომავალი მუნდიალამდე გაირკვეს, ასე რომ, მისმა აგენტებმა ტრანსფერი დაახლოებით ამ დღისთვის შეათანხმონ. 

30 ივნისი

ეს ბოლო დღეა, როცა ანტუანის გამოსასყიდი თანხის რაოდენობა 200 მილიონია. მომდევნო დღეს ეს თანხა ორჯერ მცირდება. 

1 ივლისი

Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" ტრანსფერის დადასტურება სწორედ ამ დღეს სურს. დიდი ალბათობით, კატალონიელები უბრალოდ ფრანგის გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან. ისიც შეიძლება, რომ "ბარსამ" "ატლეტიკოსთან" განსხვავებულ შეთანხმებას მიაღწიოს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 19 მაისი 2018 11:11
    0
    გრიზმანი მაგარი ფეხბურთელია და ბარსაშიც მაგრად ათამაშდება
    ქაქუ
    სტუმარი [?]
    #3 18 მაისი 2018 09:03
    0
    ციტატა: azulgerana
    მაგარია. გრიზმანი შეძენა მაგრამ. ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი ახალი სახე გამოჩნდება და ვფიქრობ უკეთესი იქნება არ იჩქარონ ყიდვა. ვინ ამძღნერდება არავინ იცის არშავინივით. რონალდინიოსავით.

    რონალდინიო არუნდა ჩაგესვა მანდ☝️
    Culé [?]
    #2 17 მაისი 2018 23:16
    0
    https://www.eurosport.ru/football/liga/2017-2018/story_sto6759691.shtml

    ამას ტუ დაუჯერებთ გრიზმანი ნაყიდია
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 17 მაისი 2018 21:35
    0
    1 ივლისი ყველაზე კარგი ვარიანტია მემგონი