10 ცენტრალური მცველი, რომელიც "ბარსამ" უკანასკნელ დეკადაში შეიძინა

  • 16-05-2018, 20:39
  • 10 ცენტრალური მცველი, რომელიც "ბარსამ" უკანასკნელ დეკადაში შეიძინა

    ბოლო დროს აქტიურად იწერება კლემან ლანგლეს "ბარსელონაში" გადმოსვლასთან დაკავშირებით. თუ ეს ინფორმაციები გამართლდა, 22 წლის ფრანგი 11-ე ცენტრალური მცველი იქნება უკანასკნელი დეკადის განმავლობაში, რომელიც კატალონიური გუნდის მაისურს მოირგებს. ბოლო 12 წელიწადში "ბარსამ" 10 ფეხბურთელი შეიძინა, რომელიც ამ პოზიციაზე თამაშობდა და დაახლოებით 150 მილიონი დახარჯა. 

    ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა "ბარსელონამ" სამუელ უმტიტისა და დმიტრო ჩიგრინსკისთვის დახარჯა - 25 მილიონი ევრო. კლუბმა უმტიტი 2016 წელს, "ლიონიდან" დაიმატა, ჩიგრინსკი კი "შახტარიდან", 2009 წელს. სამუელმა იმედები ნამდვილად გაამართლა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად უკვე თითქმის ჩამოყალიბდა, უკრაინელზე კი ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. მას დიდი სათამაშო დრო არ მიეცა და გუნდის დატოვება სეზონის დასრულებისთანავე მოუხდა. 

    ამ პერიოდში გუნდში მოსული დანარჩენი ფეხბურთელებიდან, ალბათ, ჟერარ პიკეს და ხავიერ მასკერანოს გამორჩევა შეიძლება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მასკერანო "ლივერპულიდან" გადმოსვლის დროს საყრდენი ნახევარმცველი უფრო იყო, ვიდრე მცველი, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ პოზიციას მიეჩვია და შესანიშნავ შედეგებსაც მიაღწია. ხავიერი "ბლაუგრანას" მაისურით 2010-დან 2018 წლებში თამაშობდა და 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. 

    არგენტინელი კატალონიურ გუნდს 20 მლნ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ზუსტად ეს თანხა იყო გადახდილი ჟერემი მატიეშიც, მაგრამ ფრანგს, მასკერანოს ალბათ ვერც შევადარებთ. ის "ბარსელონას" ფეხბურთელი 2014 წელს გახდა და გუნდი 3 სეზონის შემდეგ დატოვა. ამ პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლოს, ის თამაშებში ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა. 

    მარტინ კასერესის სანაცვლოდ კატალონიელებმა 2008 წელს 16 მილიონი გადაიხადეს, რაც იმ დროის ტრანსფერებისთვის ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლაა, თუმცა, ურუგვაელმა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და ძირითადად იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობდა.

    ფასის მიხედვით, ამ ფეხბურთელების შემდეგ ტომას ვერმალენი მოდის, რომელიც კლუბში ასევე 2014 წელს, "არსენალიდან", 15 მილიონის სანაცვლოდ გადმოვიდა. მას შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბების მონაცემები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ უთვალავი ტრავმის გამო ძალიან დიდი დრო გაუცდა და არასტაბილური გახდა. ბელგიელი ახლაც ტრავმირებულია. 

    შემდეგ მოდიან იერი მინა (12 მილიონი, 2018 წელი) და ენრიკე (8 მლნ, 2008).

    აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფად გუნდმა ჟერარ პიკე შეიძინა, ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც ხელმძღვანელობამ "მანჩესტერ იუნაიტედს" სულ 5 მილიონი გადაუხადა, ისევე როგორც "ფლუმინენსეს" მარლოს სანტოსის სანაცვლოდ. ბრაზილიელი სადებიუტო სეზონს (გუნდის საკუთრების რანგში) იჯარით ფრანგულ "ნიცაში" ატარებს. 

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 17 მაისი 2018 15:40

    ციტატა: Messiah
    ციტატა: messi and iniesta
    ციტატა: M10 S9 D11
    უმტიტიმ და პიკემ გაამართლეს მარტო

    მინა ვნნოხოთ ჯერ ახალგაზდაა და სათამაშო პრაქტიკააც არ აქვს


    მინას დებილი დედაც იმედია გააგდებენ

    Pique gaixsene ra debili iyo manchestershi. Ramden shecdomas ushvebda. Gaaijaron da daakcirdnen. Siswrafe agar moemateba 2 metrian kacs Mara arc erti top mcveli araa swrafi. Mtavaria azrovnebde swrafad. Me vambobdi mgoni marto am saitze zedmetad tlanqia da ar gvinda tko. Yvelam axal umtitit sheracxa.

    0
    გასულია

    3 - 16 მაისი 2018 22:44

    ციტატა: M10 S9 D11
    უმტიტიმ და პიკემ გაამართლეს მარტო

    მინა ვნნოხოთ ჯერ ახალგაზდაა და სათამაშო პრაქტიკააც არ აქვს

    0
    გასულია

    2 - 16 მაისი 2018 22:07

    მარლონი ცუდად არ გამოიყურებოდა თითქოს არადა

    0
    გასულია

    1 - 16 მაისი 2018 21:29

    მატიე მაგარი იყო პირველი სეზონი მაგრად ყომარობდა

    0
    --------------------
    "ახლა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარ. თუ "ბარსელონას" დასჭირდა, რომ მოედანზე მხოლოდ 1 წუთი ვითამაშო, მე ამას გავაკეთებ. მინდა კარიერა აქ დავასრულო"-არდა თურანი