მოჰამედ სალაჰი მესის ვეღარ დაეწევა
პრემიერ ლიგის დასკვნით ტურში "ლივერპულმა" "ბრაიტონი" 4-0 დაამარცხა. ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გაუტანია და შესაბამისად, ლიონელ მესის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ვერ გაასწრო. ეგვიპტელმა სეზონი 32 გოლით დაასრულა, მესის კი 34 აქვს, თანაც კიდევ ერთ მატჩში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
სხვა ფეხბურთელებს არგენტინელის შედეგის გაუმჯობესების მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ, ასე რომ, მალე "ბარსას" ლიდერი კარიერის მე-5 ოქროს ბუცს გაიფორმებს და ამ შედეგით კინის, ალფრედო დი სტეფანოს და უგო სანჩესს გაუთანაბრდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]