"ვილიარეალთან" ტერ შტეგენის 2 სერია შეწყდა
"ვილიარეალთან" გამართულ შეხვედრაში იასპერ სილესენის თამაშმა "ბარსელონას" პირველი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ორი სერიის შეწყვეტა გამოიწვია.
გერმანელი კიპერი პრიმერას მიმდინარე გათამაშების ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ერთი წუთიც არ ჰქონდ გამოტოვებული. ტერ შტეგენს 35 მატჩში მოედანზე ყოველი წუთი ჰქონდა გატარებული. გუშინდელი მატჩის შემდეგ, ეს სერია შეწყდა.
დასრულდა კიდევ ერთი სერია - ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, ტერ შტეგენს, ლა ლიგაში "ბარსელონას" ყველა მოგებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ამ 2 სეზონის განმავლობაში, გერმანელმა ერთი შეხვედრა გამოტოვა, "ალავესთან" "კამპ ნოუზე", მაგრამ "ბარსამ" ის თამაში წააგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]