სემედუ: ინიესტა "ბარსელონაში" დიდ ცარიელ ადგილს დატოვებს

  • 10-05-2018, 08:14
  • სემედუ: ინიესტა "ბარსელონაში" დიდ ცარიელ ადგილს დატოვებს

    "ბარსელონას" პორტუგალიელმა მცველმა, ნელსონ სემედუმ "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

    "შესანიშნავი ღამე იყო, ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ და ჩემპიონატი წაუგებლად დავასრულოთ, ამისთვის მთელი სეზონის განმავლობაში ვიბრძვით. 

    დემბელე თავის შესაძლებლობებს თამაშიდან თამაშამდე უკეთესად აჩვენებს. მას კარგი მატჩი ჰქონდა და გუნდს ძალიან დაეხმარა. 

    ინიესტა გუნდში დიდ ცარიელ ადგილს დატოვებს. ცუდია, როცა ასეთი ფეხბურთელი მიდის, მაგრამ ცხოვრება ასეთია. ის მოგვენატრება და მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო". 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro messi წევრი [?]

    10 მაისი 2018 17:25

    სემედუ კარგად ითამაშებს სხვა მატჩებშიც.უმაგრესი იგროკია ეს კაცი.რობერტო დააბრუნონ ნახ.დაცვაში რა მოხდება.

    0
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    10 მაისი 2018 15:44

    ე ანდრეს ერთი წელიც ყოფილიყავი

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი

    პარტნიორები

    Flashscore.ge