იასპერ სილესენი: "ბარსა" მიყვარს, მაგრამ მეტი სათამაშო დრო მინდა
"ბარსელონას" სათადარიგო მეკარე იასპერ სილესენი აღიარებს, რომ ის მისთვის მიცემული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.
"ეს კლუბი მიყვარს, მაგრამ პროფესიონალი ვარ და უფრო მეტი თამაში მინდა, ვიდრე სეზონში 10 შეხვედრაა.
ხელმძღვანელობამ უკვე იცის, რომ მეტი სათამაშო დრო მინდა, მაგრამ წავიკითხე, რომ კლუბი ჩემს გაშვებას არ აპირებს, რადგან ჩემი მუშაობით კმაყოფილია.
იმ ფეხბურთელებს არ მივეკუთვნები, რომლებიც თავიანთ კლუბებთან ომს იწყებენ. აქ 2 წელია ვარ და ამჟამინდელი მდგომარეობით, მომავალშიც აქ ვიქნები." - ციტირებს სილესენის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]