"ბარსელონა" ლანგლეს უმტიტის ტრანსფერის მიუხედავად იყიდის

  • 20-04-2018, 12:51
  • "ბარსელონა" ლანგლეს უმტიტის ტრანსფერის მიუხედავად იყიდის

    "ბარსელონა" "სევილიას" ფრანგ ცენტრალურ მცველს, კლემან ლანგლეს იმის მიუხედავად იყიდის, დატოვებს თუ არა გუნდს სამუელ უმტიტი. ამ ინფორმაციას Sport-ის ჟურნალისტი ალბერ როგე საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, ლანგლე "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები "სევილიას" ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ შეხვდებიან.

    ლანგლეს გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, რაც ამჟამინდელი ბაზრისა და ფეხბურთელის მიერ ჩატარებული სეზონის გათვალისწინებით, ძალიან იაფია.

    ალბერ როგე ლანგლეს სამუელ უმტიტის ტრანსფერს ადარებს. აქვე იმასაც უსვამს ხაზს, რომ 22 წლის ფეხბურთელის მოსვლა მისი თანამემამულის შესაძლო წასვლასთან კავშირში არაა.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ტომას ვერმალენის შენარჩუნებასაც აპირებს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში, "ბარსელონას" ცენტრალური მცველები პიკე, უმტიტი, ვერმალენი და ლანგლე იქნებიან, იერი მინას კი სათამაშო დროის მისაღებად გაანათხოვრებენ.

    რაც შეეხება მატიას დე ლიგტს - ივარაუდება, რომ "ბარსელონას" მას ერთი წლით "აიაქსში" დატოვებს. სწორედ ამის სურვილი აქვს ამსტერდამელთა სპორტულ დირექტორს და "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, მარკ ოვერმარსს.

    კლემან ლანგლე "სევილიაში" გასულ ზაფხულში, "ნანსიდან" 5 მილიონ ევროდ გადავიდა. ანდალუსიური გუნდის მაისურით მან უკვე 48 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    18 - 21 აპრილი 2018 12:11

    აი ასეთ სატრანსფერო პოლიტიკას თუ გავატარებთ მაგარი იქნება.პიკე უმტიტი ვერმალენი ლანგლე გვეყოლება ხოლო შემდგომში პიკეს და ვერმალენს დე ლიგტი და მინა ჩაანაცვლებენ

    0
    გასულია

    17 - 21 აპრილი 2018 02:14

    ციტატა: Wtf man
    მაგრად მომწონს ეს ბიჭი ეს თუ მოვა მინა იჯარით წავა სადმე

    ვის გულშემატკივრობ თუ საიდუმლო არ არის ?

    0
    --------------------
    Loading 14
    გასულია

    16 - 20 აპრილი 2018 21:19

    აუცილებლად გვჭIრდება კარგი დაცვა და ეს ბიჭი არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი

    0
    გასულია

    15 - 20 აპრილი 2018 20:55

    რაფეხებათ უნდათ ამხელა დონის მცველებიგვყავს და სადეტენებიან ვინცყავთ იმას მოუფრთხილდნენ

    0
    გასულია

    14 - 20 აპრილი 2018 19:42

    აუ ეს კაი მცვეელია და მგონია რომ ფრანგული დაცვა გვეყოლეა მალე ძიირითადში

    0
    გასულია

    13 - 20 აპრილი 2018 19:12

    მაგრად მომწონს ეს ბიჭი ეს თუ მოვა მინა იჯარით წავა სადმე

    0
    გასულია

    12 - 20 აპრილი 2018 18:25

    ტრანფერებია გუნდში საჭირო თან არაერთი თუ არადა ლიგის მოგება არც ვიოცნებოთ, პოგბა, მარსიალი, ლე მარი, ლანგლე, ეს ფეხბურთელები თუ არა ამ სტილის და პოზიციის მოთამაშეები გვჭირდება, გასაშვებია პაკო, გომესი, ვიდალი, ვერმალენი, ამ ფეხბურთელებს საერთოდ ვერ ვიყინებთ, ტყვილად სკამი უკავიათ, გრიზმანი რომ იძახიან კი ძალიან დიდი ფეხბურთელია მაგრამ მე თუ მკითხავთ საერთოდ არ გვჭირდება, გვინდა 2 უმაღლესი დონის ნახევარმცველი, ერთი ფორვარდი, ერთიც გარემარბი მარცხენა კრაის, და ერთიც ცენტრალური მცველი, ყველა ჩამოთვლილი მაქსიმუმ 25 წლის

    0
    გასულია

    11 - 20 აპრილი 2018 17:55

    ჩამშლელი მცველი აგერაა უმტიტი. ახალგაზრდა შემტევი მცველი თუ უნდათ კიდე აგერაა მინა. როდის მისცეს შანსი ? ტიპმა პირველი მეორე თამაში უმაღლესად ჩაატარა. დაუმსახურებლად იჩაგრება, ვალვერდე როტაციის ამბავში ძალიან სუსტია.

    0
    გასულია

    10 - 20 აპრილი 2018 16:23

    ეს წელს კაი იყო მარა რავიცი კაი ბლომადაც გაუშვა სევილიამ წელს გოლები ..

    არტურის იმედი ამქვს . რო ვაკვირდები მაგარი ჩამოყალიბებული ტიპია და იცის რასაც აკეთეს

    1
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    9 - 20 აპრილი 2018 15:41

    კაი გადაწყვეტილებაა

    0
    გასულია

    8 - 20 აპრილი 2018 14:59

    დე ლიხტი მოიყვანონ და მეტი არ გვინდა წელს დანარჩენი ცენტრზე იზრუნონ

    0
    გასულია

    7 - 20 აპრილი 2018 14:50

    აჯობებს ვერმა წავიდეს 33 წლისაა და რაც შეეხება დე ლიხტს აჯობებს იყიდონ სანამ დროა და იჯარით დატოვონ აიაქსში

    0
    გასულია

    6 - 20 აპრილი 2018 14:30

    კარგად არიან ესენი? შავ მალდინს კაცი გუნდიდან გაუშვებს? sweat_smile

    0
    --------------------
    Loading 14
    გასულია

    5 - 20 აპრილი 2018 14:06

    Es tu mova mina iqneba gasashvebi.. lixti mircgevnia

    0
    გასულია

    4 - 20 აპრილი 2018 13:56

    ძალიან საჭირო ტრანსფერია მინა ნაღდათ არარი ბარსას სტილის მცველი ადრეც ვამბობდი და მგონია რო ბარსას ვერ შეეწყობა ვაფშე არ უნდა ეყიდათ. ლანგლე დაჯე დე ლიგტსაც მირჩევნია ბარსელონას თემაში მგონია რო ლანგლე უფრო შეეწყობა ბარსას სტილს, ისე კიდე რომელი ჯობია გემოვნების საკითხია. მაგრამ ორივე რო იყიდონ ზედმეტი იქნება ჩემი აზრით უმტიტი ლანგლე დე ლიგტი ამ სამიდან ერთერთს უეჭველი სკამზე მოუწევს ყოფნა და ცოდოა რომელიმეს გაფუჭება მამენტ არც გაჩერდება სკამზე არცერთი და წავა გუნდიდან ამიტომ ლანგლე ან დელიგტი ერთერთი უნდა იყიდონ

    0
    გასულია

    3 - 20 აპრილი 2018 13:42

    მშვენიერია თუ მართლა იზავენ ასე, დე ლიგტი კიდე ისეთ დროს მოვა რო პიკე სკამზე გადასკუპდება ან სულაც წავა

    0
    გასულია

    2 - 20 აპრილი 2018 13:23

    ამ სურათში რამსისქეა სუარესი smile

    0
    გასულია

    1 - 20 აპრილი 2018 13:07

    მშვენიერი ამბავია. 4 მაღალი დონის, გამოცდილი და სანდო მცველი გვეყოლება. არადა უმტიტის მოსვლამდე მანდაც კაი ხანი გვაწვალეს სანამ ნორმალურ ცენტრს შეკრავდნენ და იქნება ნახევარდაცვასაც უშველონ რამე.

    0
    --------------------
    6-1 ❤