ჩავი: გვარდიოლასთან მუშაობას ვისურვებდი, ის ფეხბურთის ოსტატია

ჩავი: გვარდიოლასთან მუშაობას ვისურვებდი, ის ფეხბურთის ოსტატია

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად ყატარულ "ალ სადში" ასპარეზობს, განაცხადა, რომ "მანჩესერ სიტის" მთავარ მწვრთნელთან, ჟოსეპ გვარდიოლასთან დამხმარედ მუშაობის წინააღმდეგი არ იქნებოდა.

1998-2001 წლებში ჩავი და გვარდიოლა კატალონიურ კლუბში თანაგუნდელები იყვნენ, ხოლო 2008-2012 წლებში ესპანელი ნახევარმცველი "სიტის" ამჟამინდელი დამრიგებლის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშობდა.

"გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში მომწონდა, ვინაიდან ჩვენ სათამაშო პროცესზე მსგავსი შეხედულებები გვაქვს. ხდებოდა ისე, რომ შესვენების დროს გასახდელში სამ რაღაცაზე ფიქრით მივდიოდი, რომლებიც პირველ ტაიმში მაწუხებდა და ჟოსეპი გუნდს სწორედ მათზე ესაუბრებოდა. ჩვენ შორის ურთიერთგაგება არსებობდა.

ვარ თუ არა მზად ოდესმე გვარდიოლასთან ვიმუშაო? რატომაც არა? ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი შესაძლებლობა იყო, მე ბევრს ვსწავლობდი. ის ჩემთვის ფეხბურთის ოსტატია." - ციტირებს ჩავის სიტყვებს Daily Mail.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 17 აპრილი 2018 17:10
    0
    წაადგებოდა მართლაც გვარდიოლასთან მუშაობა
    georg
    სტუმარი [?]
    #4 17 აპრილი 2018 13:32
    0
    ხავიმ აუცილებლად უნდა იმუშაოს ბარსას ასაკობრივ გუნდში, თუ ძაან პატარებთან არა ბარსა ბ-ში აუცილებლად. პირდაპირ ძირითად გუნდში არ უნდა მოვიდეს. ჯერ ერთი იმიტო რომ, სათანადო გამოცდილება არ აქვს და მეორეც, როვორც პეპმა გააკეთა ბევრს დააწინაურებს ახალგაზრდებს.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 17 აპრილი 2018 13:10
    0
    პეპი და ჩავი ერთად კარგი იქნებოდა ბარსაში
    royal madrid.....
    სტუმარი [?]
    #2 17 აპრილი 2018 09:18
    0
    ნუ გშურთ ფლორენტინო რომ აყალბებს და ბართომეუ ვერა joy ისე რა გამოდის რომ ბარსამაც გაყალბებით მოიგო 2015?
    Tatala
    სტუმარი [?]
    #1 17 აპრილი 2018 01:46
    0
    dabrundi gvardi :(