ვალვერდე და უნსუე - თანაგუნდელობიდან მეტოქეობამდე

  • 16-04-2018, 17:25
  • ვალვერდე და უნსუე - თანაგუნდელობიდან მეტოქეობამდე

    "ბარსელონასა" და "სელტას" მთავარი მწვრთნელები ერთ დროს კატალონიურ კლუბში თანაგუნდელები იყვნენ.

    თავდამსხმელი ერნესტო ვალვერდე და მეკარე ხუან კარლოს უნსუე "ბარსელონაში" ერთად, 1988 წელს გადავიდნენ, როდესაც გუნდს იოჰან კრუიფი ხელმძღვანელობდა. მათ კლუბში 1988/89 და 1989/90 სეზონები გაატარეს. ევროპის თასების მფლობელთა თასისა და კოპა დელ რეის მოგების შემდეგ ვალვერდესა და უნსუეს გზები გაიყო.

    ორივე მწვრთნელი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობს და "ბარსაში" ყოფნის დროს მათ დიდი მეგობრობა ჩამოუყალიბდათ. "უნსუე სტუდენტია და ის ფაქტი, რომ ის გუნდს შიგნიდან იცნობს, მას უპირატესობას ანიჭებს." - თქვა ვალვერდემ "ბარსა" - "სელტას" მიმდინარე სეზონის პირველი მატჩის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე. უნსუე "ბარსელონაში", სამი სეზონის განმავლობაში (2014-2017) ლუის ენრიკეს ასისტენტი იყო, ხოლო 2003-2010 წლებში პირველი გუნდის მეკარეების მწვრთნელი გახლდათ. "ის კვლავ ფანტასტიკური ადამიანი და მეგობარია." - თქვა უნსუემ წინა მატჩის შემდეგ.

    სამშაბათს, "სელტასა" და "ბარსელონას" შორის მატჩი ორ ყოფილ თანაგუნდელს შორის, რომლებიც ახლა მეტოქეები არიან, ახალი შეხვედრა იქნება. ეს ასევე მეოთხე დაპირისპირება იქნება ამ წელს ვალვერდესა და უნსუეს შორის. მანამდე, მათ ორჯერ ითამაშეს კოპა დელ რეიზე და ერთხელ ლა ლიგაში. "ბარსელონამ" თასის ერთ მატჩში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო დანარჩენი ორი დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 17 აპრილი 2018 00:55

    მოვუგებთ უეჭველი სელტას ღმერთი ჩვენთანაა

    0
    გასულია

    3 - 16 აპრილი 2018 20:23

    უნსსუე თუ მეკარე იყო მართლა არ ვიცოდი

    0
    გასულია

    2 - 16 აპრილი 2018 18:32

    მათ ორჯერ ითამაშეს კოპა დელ რეიზე, სადაც ვალვერდემ ორივე მატჩში მოიპოვა გამარჯვება


    *ორივეში არ მოუპოვებია გამარჯვება - პირველი მატჩი გასვლაზე იყო და 1-1 მორჩა. ჩაასწორეთ :))

    0
    --------------------
    რეალი და მსაჯები - სიყვარულის ისტორია
    https://www.youtube.com/watch?v=NgnTv7YilWY
    გასულია

    1 - 16 აპრილი 2018 18:13

    და რატო წვალობდა :))

    0
    --------------------
    Benzona