ლეო მესი ლა ლიგის საუკეთესო ხუთეულშია და ახალ რეკორდს უმიზნებს

  • 15-04-2018, 22:33
  • ლეო მესი ლა ლიგის საუკეთესო ხუთეულშია და ახალ რეკორდს უმიზნებს

    ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში "ვალენსიასთან" გამართული შეხვედრა (2:1), ლეო მესისთვის, ლა ლიგაში მოგებული 312 მატჩი გამოდგა.

    არგენტინელი მე-5 ადგილზე მყოფ მანოლო სანჩისს გაუთანაბრდა, თუმცა, თუ "რეალის" ლეგენდას 312 თამაშის მოსაგებად 523 მატჩის ჩატარება დასჭირდა, ლეომ 413 შეხვედრა იკმარა.

    მეოთხე ადგილზე, 505 მატჩში 322 მოგებით, ჩავი ერნანდესია. მესამეზე, 550 მატჩიდან 327 მოგებით, რაულ გონსალესი.

    პირველ-მეორე ადგილებს "ბარსელონასა" და "რეალის" ლეგენდარული მეკარეები იკავებენ. ანდონი სუბისარეტას, 622 მატჩში 333 მოგება აქვს, იკერ კასილიასს კი - 510 თამაშში 334 მოგება.

    მესის, კასილიასის რეკორდამდე მხოლოდ 22 მოგება აშორებს და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის კიდევ ერთ რეკორდს მომდევნო სეზონში დაამყარებს.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 16 აპრილი 2018 03:05

    ეს გასაგებია მარა უფრო მეტი მინდა მესისგან, ჩემპიონთა ლიგაზე უნდა მოუმატოს თორე იმ პორტუგალიელმა პიტალომ დიდი ანგარიშით უსწრებს :///

    0
    გასულია

    4 - 16 აპრილი 2018 00:20

    ლიგაზე შეყაროს გოლები მესიმ თორე რონალდო იმხელა ჰანდიკაპს იკეეთებს.. სამ წლიანი სხვაობა ასაკში აღარ ეყოფა.

    0
    გასულია

    3 - 15 აპრილი 2018 23:15

    ნეტა ლიგაზეც ესე ყოჩაღი იყოს

    0
    გასულია

    2 - 15 აპრილი 2018 22:58

    აუცილებლად პირველი იქნება ლეო

    0
    გასულია

    1 - 15 აპრილი 2018 22:57

    ლეოო ლომია და მორჩა ყველადროის საუკეთესო წელს მუნდიალით ხელში ვნახავდე ამ კაცს მეტი არაფერი მინდა ფეხბურთისგან

    0