დანი ალვესის საიდუმლო - ნაწილი I

  • 15-04-2018, 12:37
  • დანი ალვესის საიდუმლო - ნაწილი I

    იმ დღეს, როდესაც "ბარსელონამ" პსჟ-სთან დაუჯერებელი ქამბექი შეასრულა, ყველა მომენტს გულდასმით ვაკვირდებოდი. რეგულარულად გაზეთებს ვკითხულობდი, შეიძლება გეფიქრათ, რომ მე ყოფილი გუნდის დამარცხება მსურდა.

    რა მოხდა, როდესაც ნეიმარმა სტანდარტი შესანიშნავად შეასრულა? მე სავარძლიდან წამოვხტი და ვყვიროდი: "მიდიით, წიიინ. თქვენ ამას შეძლებთ".

    როდესაც რობერტომ 95-ე წუთზე საოცრება გააკეთა? ალბათ როგორც "ბარსელონას" ყველა ფანი, სიხარულისგან გავგიჟდი! რადგან სიმართლე ისაა, რომ "ბარსა" კვლავ ჩემს სისხლშია.

    იჩენდა თუ არა დირექტორთა საბჭო ჩემს მიმართ უპატივცემულობას? კი. მაგრამ შენ არ შეგიძლია გუნდში გაატარო 8 წელი, მიაღწიო ყველაფერს, რასაც მასთან ერთად მიაღწიე და ბოლოს იგი გულიდან ამოშალო. მწვრთნელები, ფეხბურთელები და დირექტორთა საბჭოს წევრები მიდიან და მოდიან. ხოლო "ბარსა" არასდროს წავა.

    ყოველი მატჩის დაწყებამდე ერთი და იგივე რიტუალს ვატარებ. 5 წუთით სარკის წინ ვდგები. შემდეგ ჩემს აზროვნებაში იწყება ფილმი. ფილმი ჩემს ცხოვრებაზე.

    პირველი სცენა

    ვარ ათი წლის. მძინავს ბეტონის საწოლზე, პატარა  სახლში ქალაქ ჟუაზეიროში, ბრაზილია. სახლი ნესტიანი მიწის სუნით ყარდა, ფანჯრებს მიღმა სიბნელეა. დილის 5 საათი, გარეთ კვლავ სიბნელეა, მაგრამ ადგომის დროა. სკოლაში წასვლამდე ფერმაში მამაჩემს უნდა დავხმარებოდით.

    საათების განმავლობაში მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, თუ რომელი უფრო უკეთესი მომუშავე იყო. რადგან ის, ვინც მამას აზრით უფრო ბევრს იმუშავებდა, თავის განკარგულებაში ველოსიპედს მიიღებდა. 

    თუ ველოსიპედი მე არ მერგებოდა, 20 კილომეტრის გავლა ფეხით მიწევდა. მაგრამ უკან დაბრუნება ყველაზე ძნელი იყო, რადგან საფეხბურთო მატჩი მეზობლებთან შეიძლებოდა უჩემოდ დაწყებულიყო. მთელ გზას გავრბოდი.

    მოკლედ, ძალიან ბევრს ვშრომოვდი. 

    სკოლაში წასვლამდე მამაჩემს ვუყურებდი, რომელიც შეუპოვრად შრომობდა. ის მთელი დღე მუშაობდა, შემდეგ კი, საღამოს, პატარა ბარი ჰქონდა, რომელსაც დამატებითი შემოსავალი შემოჰქონდა. ის ახალგაზრდობაში ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ფული იმისთვის, რომ დიდ ქალაქში წასულიყო, სადაც მას სკაუტები შეამჩნევდნენ, არ ჰქონდა. მას უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ მე ამის შესაძლებლობა მექნებოდა. 

    დღეს კვირაა, ყველანი შავ-თეთრ ტელევიზორში ფეხბურთს ვუყურებთ. ეს დღე კვირაში საუკეთესოა. ჩვენი სახლი სიხარულით არის სავსე. 

    ახლა მე 13 წლის ვარ, ვიმყოფები ოჯახისგან შორს, საფეხბურთო აკადემიაში. აქ 100 ბავშვია ერთ ოთახში განაწილებული. რაღაც ციხის მაგვარი. სახლიდან წამოსვლამდე ერთი დღით ადრე, მამაჩემმა საფეხბურთო ფორმა მიყიდა, რამაც ჩემი გარდერობი გააორმაგა, რადგან მანამდე მხოლოდ ერთი ფორმა მქონდა.

    გადატვირთული ვარჯიშის შემდეგ ოთახში დავბრუნდი. ოჯახი მენატრებოდა, გარდა ამისა, აშკარა იყო, რომ მე საუკეთესო მოთამაშე არ ვიყავი. 100 შესაძლოდან, ალბათ 51-ე უნარებით. ასე რომ ჩემს თავს პირობა მივეცი.

    "შენ ფერმაში არ დაბრუნდები მანამ, სანამ მამა შენით არ იამაყებს. შენ შეიძლება 51-ე იყო უნარებით, მაგრამ პირველი ან მეორე იქნები შრომისუნარიანობით. შენ მეომარი იქნები. შენ არ დაბრუნდები სახლში, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით".

    უკვე 18 წლის ვარ და ვამბობ პირველ ტყუილს, რომელიც ოდესმე მითქვამს ფეხბურთში. 

    მე ვთამაშობ კლუბ "ბაიაში", ბრაზილიის ლიგაში, როდესაც სკაუტი მოვიდა ჩემთან და მითხრა: ""სევილიას" შენთან კონტაქტის გაფორმება სურს".

    მე ვეუბნები: "სევილია"? შესანიშნავია!".

    სკაუტი: "შენ რა, იცი ეგ სად არის?"

    მე: "რა თქმა უნდა, მე ვიცი სად არის სევილია. სევიიიილიიიაა! მიყვარს ეს ადგილი".

    მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი, სად იყო ეგ "სევილია". 

    რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ "სევილია" "ბარსელონას" და "რეალის" წინააღმდეგ თამაშობს.

    საკუთარ თავს ვუთხარი: "Agora".

    რაც ნიშნავს: ბუმ! ახლა! წავედით! 


    გაგრძელება იქნება...

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    17 - 15 აპრილი 2018 22:43

    ვისაც ბრაზილიური ფეხბურთი უყვარს არსებობს ძალიან კარგი წიგნი გარინჩაზე ავტორი : RUY Castro რუი კასტრო (ფიდელ კასტროსთან არაფერი აქვს საერთო :)))))) ) წიგნის სათაურია : " ESTRELA SOLITARIA " " მარტოხელა ვარსკვლავი " .... იმედი მაქვს ვინმე თარგმნის პორტუგალიურიდან (რუსულად თარგმნილია ნაწილობრივ) ...არსებობს ასევე ფილმი : " GARRINCHA A ALEGRIA DO POVO " " გარინჩა ხალხის სიხარული " [b][/b]

    0
    გასულია

    16 - 15 აპრილი 2018 22:02

    ციტატა: zazo
    ციტატა: Bakero
    აი ზუსტად ასეთი ხალხის გამო ვგულშემატკივრობ ბრაზილიას 1966 წლიდან ......ის სისწრაფე აღარ ააქვს რაც განაპირა მცველისთვის აუცილებელია მაგრამ კლასი და გამოცდილება იცოცხლეთ !


    რომელწლიანიხარ ხოსე მარი

    1958

    0
    გასულია

    15 - 15 აპრილი 2018 21:53

    ციტატა: Xuco
    ძალიან კარგადაა დაწერილი. blush და ნათარგმნი

    მადლობა blush

    0
    --------------------
    ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი
    გასულია

    14 - 15 აპრილი 2018 21:35

    ძალიან კარგადაა დაწერილი. blush და ნათარგმნი

    0
    გასულია

    13 - 15 აპრილი 2018 21:04

    დანი შეუცვლელია ბარსასთვის მაგრამ სემედუა რომ ვუყურებ ძალიან გავს დანის სწრაფია, ტექნიკურია შეტევაში კარგად ერთვება და ასევე დაცვაშიც კარგად თამაშობს მე ძალიან დიდი იმედი მაქვს სემედუსი მთავარია მეტი სათამაშო დრო ქონდეს რომ ბოლომდე გაიხსნას

    0
    გასულია

    12 - 15 აპრილი 2018 21:00

    Amas shemivevls mss es atis kaci miyvArs eseti mastebi

    0
    გასულია

    11 - 15 აპრილი 2018 20:57

    ციტატა: Bakero
    აი ზუსტად ასეთი ხალხის გამო ვგულშემატკივრობ ბრაზილიას 1966 წლიდან ......ის სისწრაფე აღარ ააქვს რაც განაპირა მცველისთვის აუცილებელია მაგრამ კლასი და გამოცდილება იცოცხლეთ !


    რომელწლიანიხარ ხოსე მარი

    0
    გასულია

    10 - 15 აპრილი 2018 20:01

    heart_eyes
    [b][/b]

    0
    გასულია

    9 - 15 აპრილი 2018 19:10

    აი ზუსტად ასეთი ხალხის გამო ვგულშემატკივრობ ბრაზილიას 1966 წლიდან ......ის სისწრაფე აღარ ააქვს რაც განაპირა მცველისთვის აუცილებელია მაგრამ კლასი და გამოცდილება იცოცხლეთ !

    0
    გასულია

    8 - 15 აპრილი 2018 18:23

    ციტატა: lucass
    Aseti magari fexburteli barsadan rato gaushves?

    როგორც ვიცი, საკუთარი სურვილით წავიდა.

    0
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია

    7 - 15 აპრილი 2018 18:20

    Aseti magari fexburteli barsadan rato gaushves?

    0
    გასულია

    6 - 15 აპრილი 2018 16:59

    ლეგენდალური ფეხბურთელია დანი

    0
    გასულია

    5 - 15 აპრილი 2018 14:07

    სასწაულად აკლია ეს კაცი ბარსას, ამის მსგავს მარჯვენა მცველს დიდი ხანი ვეღარ მოიყვანენ, კი მართალია სემედუ და რობერტო გვყავს ერთი მეორეზე უკეთესი მაგრამ ალვეშს ის სიძლიერე გააჩნდა რაც ამათ სამწუხაროდ არ აქვთ... უფრო კრეატიული იყო შეტევაში და ბევრ ისეთ ასისტს აკეთებდა რომ უბრალოდ იმ პასით უნდა დამტკბარიყო ადამიანი, გადმოგდებულ ბურთებზეც მაგარი იყო და ბევრი გოლიც აქვს გატანილი (რეალთან ხო საერთოდ). მიყვარს ეს კაცი ძალიან!

    0
    გასულია

    4 - 15 აპრილი 2018 13:14

    დანი ალვეში ყველაზე მაგარი მარჯვენა მცველი მთელ სოფლიოში

    0
    გასულია

    3 - 15 აპრილი 2018 13:11

    მოუთმენლად ველი ამბის გაგრძელებას, ასეტი სტატიები დადეთ რა ძალიან საინტერესოა

    0
    გასულია

    2 - 15 აპრილი 2018 13:05

    მიყვარს ეს ადამიანი heart_eyes

    0
    გასულია

    1 - 15 აპრილი 2018 12:53

    კარგი დასაწყისია Etoo ასე გააგრძელე. wink

    0