"ბარსამ" "ვალენსია" დაამარცხა და რეკორდი დაამყარა

  • 14-04-2018, 20:14
  • "ბარსამ" "ვალენსია" დაამარცხა და რეკორდი დაამყარა

    ლა ლიგის 32-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ვალენსია" მიიღო და მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა. ანგარიში 15-ე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა, 51-ე წუთზე სხვაობა სამუელ უმტიტიმ გაზარდა, მატჩის მიწურულს კი დანი პარეხომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

    შედეგად, კატალონიელებმა 39-ე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს და რეკორდი დაამყარეს, რომლის გაუმჯობესებასაც, ახლო მომავალში, ვერცერთი გუნდი შეძლებს. 

    "ბარსა" სატურნირო ცხრილში 82 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილოსანი "ატლეტიკო", რომელსაც ამ დროისთვის 68 ქულა აქვს, 32 ტურის მატჩს ხვალ, "ლევანტეს" წინააღმდეგ გამართავს. 

    თეგები: ვალენსია

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    10 - 16 აპრილი 2018 23:45

    არ ვიცი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით რატო უსვამს ხაზს ბევრი ამ კლუბს ?!...ვიყავი, ვარ და ვიქნები ბარსელონას ფანი, მიუხედაქვად იმისა რა მდგომარეობაში იქნება ეს კლუბი <3

    0
    გურო ბარსა ლიონი

    9 - 15 აპრილი 2018 18:02

    მეამაყება რომ ვარ ბარსელონას გულშემატკივარი heart_eyes

    ეგრეე ლალიგა წაუგებლად უნდა მოიგოს ბარსელონამ და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას სრულიად გადაფარავს ამ ყველაფერს..

    ბევრი წლები დასჭირდება მაგ რეკორდის განმეორებას იმედია და სულ ცოტაღა დარჩა ბარსას მე მჯერაა ბოლომდე ლომებო !!!

    0
    გასულია

    8 - 15 აპრილი 2018 10:49

    რაის ლამაზი თამაში ხალხნო? ამდენი შეცდომები რა უბედურება იყო.მესი საერთოდ არ ინდომებდა.ერთი ორჯერ გაიქცა ტიპი.მთელი თამაში დასეირნობდა

    0
    გასულია

    7 - 14 აპრილი 2018 23:14

    გახარებული ვარ გამარჯვებით.ბიჭები გატეხილები არ იყვნენ ფსიქოლოგიურად.რეკორდიც გასახარია.შეცდომებზე სწავლობს ხალხი და ვალვერდეც ისწავლის რომ სპორტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ბოლომდე უნდა გაანადგუროს მეტოქე

    0
    Visca-Barça

    6 - 14 აპრილი 2018 22:13

    მეგობრებო მესმის რთული პერიოდი გავიარეთ რომასთან დავმარცხდით მაგრამ ნუ გადაუწყვიტავთ ბარსას ბედს, ესე ცუდადაც არაა საქმე, რომასთან დავმარცხდით რადგან მათ უფრო უნდოდათ გამარჯვება და უფრო მოტივირებულები იყვნენ, სწორედ ამიტომ არის ფეხბუთი საოცარი, რათქმაუნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაგვახარებდა მაგრამ ბარსას არაფერი აქვს დასამტკიცებელი ის ისედაც საუკეთესო და უძველესი კულტურისა და სტილის (ტიკი-ტაკა) გუნდია რაც არაეთხელ დაამტკიცა, მოკლედ გამაგრდით და გამხნევდით წელს ლალიგა ჩვენია, შემდეგ წელს კი დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგას აღარ გაუშვებთ ხელიდან რადგან ახალი ტრანსფერები გაგვაძლიერებს. "ვისკა ბარსა"

    0
    გასულია

    5 - 14 აპრილი 2018 20:33

    selltta1--1 barsaaa aaspasii da messi fre minda rom damtavdes ar minda seltass wageba

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია

    4 - 14 აპრილი 2018 20:26

    შემდეგი სელტაა, უხერხული მეტოქე

    0
    საიტზეა

    3 - 14 აპრილი 2018 20:25

    39 დან 32 უსახური თამაში!!! და ეს საამაყოა? მერე წავა ვალიკო და იბლატავებს.

    0
    გასულია

    2 - 14 აპრილი 2018 20:25

    ვალვერდე უნდა შეიცვალოს რწკორდების და ჩემპიონობის მიუხედავათ! კაცი სულ შეშინებულია!ეს მისი სამწრთვნელო რანგის ბრალია!

    0
    გასულია

    1 - 14 აპრილი 2018 20:24

    იმედგაცრუებული ვარ, საერთოდ არ მომწონს როგორც თამაშობს გუნდი, არანაირი სანახაობა არ იყო, მეორეც სემედუ და დემბელეს მაგრად ჩაგრავს ვალვერდე

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა