ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ერნესტო ვალვერდე?

  • 13-04-2018, 22:24
  • ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ერნესტო ვალვერდე?

    ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე სეზონის დასაწყისში დაინიშნა და, შედეგების მიხედვით, არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა მისი გუნდი. ბასკი სპეციალისტის ხელში კატალონიური კლუბი ლა ლიგაში დაუმარცხებელია, სამეფო თასის ფინალშია, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

    ერნესტო ვალვერდეს მიმდინარე სეზონში ოქროს დუბლის (ლა ლიგა და სამეფო თასი) მოგების ძალიან რეალური შანსი აქვს, არც ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა იქნებოდა დიდი კატასტროფა, მაგრამ "ბარსელონას" გულშემატკივრები იმან გააცოფა, რომ ვალვერდემ "სტადიო ოლიმპიკოზე" ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა და მანამ სანამ მისმა გუნდმა მესამე გოლი არ გაუშვა, შეტევაზე არც უფიქრია. "ბარსელონას" არაერთი მარცხი გვახსოვს კლუბის დიდების წლებშიც, თუმცა ეს კლუბი მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გამოდის და მსგავსი ფაქტი მისთვის უცხოა.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გულშემატკივრები ძალიან გაბრაზებულები არიან და უმრავლესობას ერნესტო ვალვერდეს კლუბიდან წასვლა სურს, თან ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კატალონიურ გრანდი მიმდინარე სეზონში საერთოდ არ თამაშობს ისეთ ლამაზ და ლაღ ფეხბურთს, როგორსაც მიგვაჩვია. ამიტომ საერთოდ არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლონ. ვინ შეიძლება შეცვალოს ვალვერდე?

    მაურიციო სარი
    59 წლის იტალიელი სპეციალისტი 2015 წლის ზაფხულიდან "ნაპოლის" უდგას სათავეში და "ცისფრებს" ძალიან კარგ ფეხბურთსაც ათამაშებს, განსაკუთრებით კი მიმდინარე სეზონში.

    მიმდინარე სეზონში მაურიციო სარიმ ძირითადი აქცენტი იტალიის სერია ა-ზე გააკეთა და ახლოსაც იყო ჩემპიონობასთან, თუმცა "ნაპოლის" ფეხის დაცდენა "იუვენტუსმა" არ აპატია და გალიდერდა.

    მაურიციო სარის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა პეპ გვარდიოლამაც, როდესაც მისი გაწვრთნილი "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სარის "ნაპოლის" დაუპირისპირდა.

    კიკე სეტიენი
    ესპანელი სპეციალისტი გასულ ზაფხულს "რეალ ბეტისს" ჩაუდგა სათავეში და მისი გუნდი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მე-5 პოზიციას იკავებს და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

    მისი გუნდი, ტრადიციულად, ძალიან ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. გვახსოვს, რომ წინა 2 სეზონის განმავლობაში იგი სათავეში ლა ლიგაში ახლად გადმოსულ "ლას პალმასს" ედგა და შესანიშნავად ათამაშებდა, მისი წასვლის შემდეგ კი კანარის კუნძულელები უკვე განწირული არიან სეგუნდა დივიზიონში დასაბრუნებლად.

    ლეონარდო ჟარდიმი
    "მონაკოს" 43 წლის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო. ჟარდიმი თეთრ-წითლებს 2014 წლიდან უდგას სათავეში.

    ალბათ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს გასულ სეზონში მისი გუნდის მიერ გაკეთებული საოცრებები. "მონაკო" 2016/2017 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა 95 ქულით, გაიტანა 107 გოლი, ჩემპიონობა წაართვა "პარი სენ-ჟერმენს", 8 ქულით აჯობა და მასზე 24-ით მეტი გოლი გაიტანა. ლეონარდო ჟარდიმმა თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა.

    ფილიპ კოკუ
    47 წლის ჰოლანდიელი მწვრთნელი ამჟამად სათავეში ჰოლანდიურ "პსვ ეინჰოვენს" უდგას, რომელსაც თითქმის უკვე გაფორმებული აქვს ჰოლანდიის ჩემპიონობა. კოკუ "ბარსელონაში" 1998-2004 წლებში გამოდიოდა.

    "ბარსელონას" ექს-ნახევარმცველი გასულ სეზონშიც მოისაზრებოდა შესაძლო მწვრთნელად, თუმცა კატალონიელებმა არჩევანი ერნესტო ვალვერდეზე შეაჩერეს. კოკუ ვალვერდესგან განსხვავებით "ბარსელონას" სტილის, შემტევ და უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.

    ვალვერდეს წასვლის შემთხვევაში, ვის ისურვებდით "ბარსელონას" მწვრთნელად?

    მაურიციო სარი - 38 (24,52%)
    24,52%
    კიკე სეტიენი - 20 (12,9%)
    12,9%
    ლეონარდო ჟარდიმი - 52 (33,55%)
    33,55%
    ფილიპ კოკუ - 45 (29,03%)
    29,03%

    კომენტარები [ 93 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    93 - 17 აპრილი 2018 00:11

    არ ვიცი რატომ მაგრამ სეტიენის მართალი უცნაური და ამავდროულად საკმაოდ კარგი სტილი მომწონს

    0
    გასულია

    92 - 15 აპრილი 2018 20:51

    კლოპი ყველაზე კარგი იქნებოდა მაგრამ არამგონია ლივერპული დატოვის როცა საათივით აწყობილი აქვს ყველსფერი

    0
    გასულია

    91 - 15 აპრილი 2018 07:48

    1)იოახინ ლიოვი(გერმანია), 2)ხორხე სამპაოლი(არგენტინა), 3)ჟორჟე ჟესუსი(სპორტინგი), 4)ლეონარდო ჟარდიმი(მონაკო), 5)ფილიპ კოკუ(პსვ).

    0
    გასულია

    90 - 14 აპრილი 2018 16:46

    უკონკურენტოდ ავირჩევდი ამ მწვრთნელებიდან კოკუს!!! ყველაზე ახლო ფილოსოფიასთან ის არის 1998-2004მდე ითამაშა 200ზე მეტი შეხვედრა და იცის ბარსელონა სხვა კანდიდატურებზე მეტად

    0
    გასულია

    89 - 14 აპრილი 2018 14:54

    კოკუ ან ჟარდიმი

    0
    გასულია

    88 - 14 აპრილი 2018 14:39

    Chavi araa cudi varianti.. Jardini an ranieri

    0
    გასულია

    87 - 14 აპრილი 2018 14:38

    კლოპი მოიყვანონ ძაან მაგარი იქნება და ვნახავთ ნამდვილ ბარსელონას!!!!<3 <3 <3

    0
    გასულია

    86 - 14 აპრილი 2018 14:32

    გვარდიოლა გვიშველე

    0
    გასულია

    85 - 14 აპრილი 2018 14:32

    ციტატა: SHOTAMESSI10
    ჩავი მოიყვანეთ

    ეგ ყველას გვინდა, მაგრამ ეგრე ადვილია? 2 წელი არ ასრულებს საფეხბურთო კარიერას, ყატარში რჩება, როცა დაასრულებს 2-3 წელი "ბარსა" B და მერე მოვა.

    პ.ს. ლიონელ მესი 10 რომ მეწერა, ეგ ვარ, ნიკი შეცივვალე.

    0
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია

    84 - 14 აპრილი 2018 14:30

    თუ გაუშვეს ჟარდიმი იდეალური ვარიანტია

    0
    --------------------
    არ მოკვდე ისე როგორც მე!!!
    გასულია

    83 - 14 აპრილი 2018 14:24

    ჩავი მოიყვანეთ

    0
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია

    82 - 14 აპრილი 2018 14:19

    ციტატა: Messiah
    ციტატა: Arthur Melo
    ციტატა: Messiah
    Messiah

    რეალ-ბავარიაზე რას ფიქრობ?


    ჰაიკენსი უფრო გამოცდილია , უფრო დიდი მწრთვნელია .. ფეხბურთელებმა იციან რო დაბრუნდა და ნეხვიდან ამოიყვანა გუბდი და იბრძოლებენ მერთვნელისთვის...

    ბაიერნს ყველაზე დიდი შანსი ექნება თუ ისე მოიწცევა როგორც იუვე.. ირბენს მისი ფეხბურთელები ბევრს და ბევრ შავ სამუშაოს გააკეთებენ ..სხვანაირა დპოზიციური თამაშებით ან კონტრშეტევებით ვერ მოიფებენ . ყველა წერტილში ყკეთესი ფეხბურტელები ჰყავს რეწლს და საერთოდ გუნდიც უკეტესი ჰყავს. ვნახოთ..

    რეალიც მოტივირებულია წელს ლიგა რო ვერ დადონ ეტლი კვახად გადაექცევათ..

    უთასო სეზონს ჩაატარებენ, მესი აიღებბს მაგბშემთხვევაში ოქროს ბურთს და კარიდორის გაკეთებაც მოუწევთ.


    შეიძლება ტუ ლივერპულმა მმოიგო ლიგა ოქროს ბურთი სალაჰმა მოიგოს

    0
    გასულია

    81 - 14 აპრილი 2018 14:04

    ციტატა: Navasi
    Ide valverdec da barsac gaapo agvistoshi realma egec daayolet xolme

    ობიექტურად თუ გინდა მსჯელობა, ვისაუბროთ. ხოლო თუ რეალობასა და ობიექტურობას თვალს ვერ უსწორებ, თქვი პირდაპირ.

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია

    80 - 14 აპრილი 2018 13:55

    ციტატა: Navasi
    Hoo tqven eg msajebis temit ar daigalet imena bavariastan exla elemenraluri da msaji msaji ... Kai ra ris peseje fulit awyobili gundi sitic egee mase iyo realic 2009 shi lionma ro gaagdo magram exa zizu movida da dalagda yvelaferi da tqven mesit suldfmulobt mere ra daemarteba barsas arc minda vifiqro msoflios #2 fexburteli ro wava barsadan

    Ert wamals girchevdi Mara azri? Toki jobia tavi chamouxrche. Ar gitydeba? Reebs wer. Messis wasvlas barsa rogorme gadaitans. Da reals ra eshveleba perezi ro wava? Vin daulagebs konkurentebs da msajebs vin uyidis. Bolo 8 welia sul orjer shexvda dzlier gunds da orivejer 12 iyvnen

    0
    გასულია

    79 - 14 აპრილი 2018 13:51

    მაურისიო სარი უდეალური იქნება...

    0
    გასულია

    78 - 14 აპრილი 2018 13:43

    დარჩEს ეს კაცი პროსტა ამ უაზრო ტატიკას ნუ ათამაშEბს გუნდს ..

    0
    გასულია

    77 - 14 აპრილი 2018 13:33

    ციტატა: Navasi
    Uxdovar droshi tu mivdivart mashin 11:1

    ეს ანგაროშები 2005 წლის მერე დაფოქსირდა

    0
    --------------------
    Més Cũe Ũn Clũb
    გასულია

    76 - 14 აპრილი 2018 12:11

    ციტატა: messi-king of the king
    ციტატა: Magician
    ციტატა: Arctic Wolf
    რა ერთი წელი ხალხო? არ გამაგიჟოთ... ამის სახესა და ბარსას პრაგმატულ, არასანახაობრივ და შედეგე ორიენტირებულ ფეხბურთს, უსაზიზღრეს ტაქტიკას, შერჩეულ სასტარტოებს, შეცვლებს და ა.შ. მე კიდევ ერთი წელი ვერ ვუყურებ. ლა ლიგაში რომ წაგება არ გვაქვს, არის გამართლება და მალე ეგეც მორჩება. ვალვერდე არაა იმ კალიბრის მწვრთნელი (მიახლოებულიც კი), რომ ჩემპიონთა ლიგა დადოს. ამ 4 ვარიანტიდან, მხოლოდ კოკუს ან ჟარდიმის მოსვლას ვემხრობი. კოკუ არის ჰოლანდიელი, ბარსაში თამაშობდა უკვე, კარგად ესმის ბარსას ფილოსოფია, კარგი ტაქტიკოსია და მოტივატორიც, იცის შეცვლებიც, ტაქტიკის არჩევაც და სასტარტოს დაყენებაც, მის პსვ-ს შეხედეთ. სხვა ვარიანტებიდან დავამატებდი დე ბურის და კუმანს (რადგან უმაღლესი და მსოფლიო დონის მწვრთნელები დაკავებულნი არიან და არც წამსვლელები არიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ამათაც შეუძლიათ, ბარსაში წარმატება მიაღწიონ ყველანაირად). იმედია, კოკუ მოვა. თუ არა, დე ბურიზე და კუმანზეც არ ვიტყვი უარს. ჩავიმ კიდე სერიოზულად უნდა დაიწყოს მზადება მწვრთნელობისთვის რა. ჰო და კიდე, გრიზმანებზე მეტად, პირველ რიგში, დასაბრუნებელია ტიაგო ალკანტარა. თუ ტიაგო არა, სხვა უმაღლესი დონის ნახერვარმცველი, რადგან ინიესტა ვეღარ ქაჩავს ძველებურ დონეზე, რა ქნას. გრიზმანის ნახევარდაცვაში ხილვა ნაღდად არ მინდა მე და თუ მკითხავთ, ისევ იმავე აზრზე ვარ, რომ არაა გრიზმანში ფულის გადახდა საჭირო. :) ამ სამი მწვრთნელიდან, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ბარსას 4-3-3 ტაქტიკას ათამაშებს სამივე (რაც კარგია და ბარსას ფილოსოფიისთვის უპირატესი). მომავალ სეზონში შეტევის ხაზში, პირობითად, დავაყენოთ დემბელე, სუარესი, მესი. მოვიდა გრიზმანი და აქედან უნდა ამოვარდეს რომელიმე. დიდი ალბათობით, ეს სუარესი იქნება და არ მინდა. 4-4-2 ტაქტიკა, რომლითაც ვალვერდე ბარსას ათამაშებს, სუარესისნაირი ფორვარდისთვის არის აბსოლუტური სისულელე და შეცდომა. იმ სამი მწვრთნელიდან, სამივე ზუსტად გათვლის სუარესის როლს და ნახეთ როგორ აამაღლებს მის ეფექტურობას. ვალვედეს ხელშიც კი, რეალს გაუტანა, რომას გაუტანა, ყველა მნიშვნელოვან და რთულ ლა ლიგის მატჩში გაიტანა, ბომბარდირებში მესამეზეა და წინა სეზონებში სუარესზე არც კი ვისაუბრებ... ნუ, რომასთან მეორე მატჩში მთელმა გუნდმა, მესის ჩათვლით, ჩაი*ვარა. სუარესის დაუფასებლობა არის ძალიან დიდი შეცდომა. აი, არ მინდა ეს გრიზმანი რა...

    სუარესს რეგრესი აქვს, თან სერიოზული. რატომ არ გინდა მისი ამოვარდნა?

    შენ რასაც რეგრესს ეძახი ეგ არის არასწორ პოზიციაზე თამაში სუარესის ნაირი ცხრიანს რომ მარცხენაფლანგზე ათამაშებ დაა ჩაწოდებებზე გინდა ათამაშო რა გგონიათ კიდე მაგარი შედეგი აქვს გოლების მხრივ აგერ რონალდოს აღარ შეეძლო მარცხნივ თამაში და შეიწია ცენტრში და ესენი კიდე არბენინებენ ფლანგზე სუარესს რომელსაც ასე თუ ისე ასაკი შეეტყობა უკვე არადაა ყველამ ვიცით რა არის სუარესი სწორი გამოყენება უნდა და დედას უტირებს ყველფერს ჯერ კიდევ .რა გრიზმანი რა 442 კარგით რა ბარსას დონის გუნდმა 442 როგორ უნდა ითამაშოს უბრალოდ არ მესმის

    აი, უსუსტესი არგუმენტია :))) ტიპი "ცხრიანზე" იდგა რამდენჯერმე, მაგრამ ბევრი ააცილა და გააფუჭა (ამ სეზონზე მაქვს საუბარი). მგონია, რომ იმაზე არ უნდა ვდაობდეთ, სუარესი განიცდის თუ არა რეგრესს. მისი თამაშის ხარისხი ძალიან დაბალი. როგორი დაღეჭილი ბურთიც არ უნდა მისცე, ვერ გაიტანს ყველას. რონალდოს რაც შეეხება, არც უნდა შეადარო.

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია

    75 - 14 აპრილი 2018 12:03

    ციტატა: Magician
    ციტატა: Arctic Wolf
    რა ერთი წელი ხალხო? არ გამაგიჟოთ... ამის სახესა და ბარსას პრაგმატულ, არასანახაობრივ და შედეგე ორიენტირებულ ფეხბურთს, უსაზიზღრეს ტაქტიკას, შერჩეულ სასტარტოებს, შეცვლებს და ა.შ. მე კიდევ ერთი წელი ვერ ვუყურებ. ლა ლიგაში რომ წაგება არ გვაქვს, არის გამართლება და მალე ეგეც მორჩება. ვალვერდე არაა იმ კალიბრის მწვრთნელი (მიახლოებულიც კი), რომ ჩემპიონთა ლიგა დადოს. ამ 4 ვარიანტიდან, მხოლოდ კოკუს ან ჟარდიმის მოსვლას ვემხრობი. კოკუ არის ჰოლანდიელი, ბარსაში თამაშობდა უკვე, კარგად ესმის ბარსას ფილოსოფია, კარგი ტაქტიკოსია და მოტივატორიც, იცის შეცვლებიც, ტაქტიკის არჩევაც და სასტარტოს დაყენებაც, მის პსვ-ს შეხედეთ. სხვა ვარიანტებიდან დავამატებდი დე ბურის და კუმანს (რადგან უმაღლესი და მსოფლიო დონის მწვრთნელები დაკავებულნი არიან და არც წამსვლელები არიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ამათაც შეუძლიათ, ბარსაში წარმატება მიაღწიონ ყველანაირად). იმედია, კოკუ მოვა. თუ არა, დე ბურიზე და კუმანზეც არ ვიტყვი უარს. ჩავიმ კიდე სერიოზულად უნდა დაიწყოს მზადება მწვრთნელობისთვის რა. ჰო და კიდე, გრიზმანებზე მეტად, პირველ რიგში, დასაბრუნებელია ტიაგო ალკანტარა. თუ ტიაგო არა, სხვა უმაღლესი დონის ნახერვარმცველი, რადგან ინიესტა ვეღარ ქაჩავს ძველებურ დონეზე, რა ქნას. გრიზმანის ნახევარდაცვაში ხილვა ნაღდად არ მინდა მე და თუ მკითხავთ, ისევ იმავე აზრზე ვარ, რომ არაა გრიზმანში ფულის გადახდა საჭირო. :) ამ სამი მწვრთნელიდან, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ბარსას 4-3-3 ტაქტიკას ათამაშებს სამივე (რაც კარგია და ბარსას ფილოსოფიისთვის უპირატესი). მომავალ სეზონში შეტევის ხაზში, პირობითად, დავაყენოთ დემბელე, სუარესი, მესი. მოვიდა გრიზმანი და აქედან უნდა ამოვარდეს რომელიმე. დიდი ალბათობით, ეს სუარესი იქნება და არ მინდა. 4-4-2 ტაქტიკა, რომლითაც ვალვერდე ბარსას ათამაშებს, სუარესისნაირი ფორვარდისთვის არის აბსოლუტური სისულელე და შეცდომა. იმ სამი მწვრთნელიდან, სამივე ზუსტად გათვლის სუარესის როლს და ნახეთ როგორ აამაღლებს მის ეფექტურობას. ვალვედეს ხელშიც კი, რეალს გაუტანა, რომას გაუტანა, ყველა მნიშვნელოვან და რთულ ლა ლიგის მატჩში გაიტანა, ბომბარდირებში მესამეზეა და წინა სეზონებში სუარესზე არც კი ვისაუბრებ... ნუ, რომასთან მეორე მატჩში მთელმა გუნდმა, მესის ჩათვლით, ჩაი*ვარა. სუარესის დაუფასებლობა არის ძალიან დიდი შეცდომა. აი, არ მინდა ეს გრიზმანი რა...

    სუარესს რეგრესი აქვს, თან სერიოზული. რატომ არ გინდა მისი ამოვარდნა?

    შენ რასაც რეგრესს ეძახი ეგ არის არასწორ პოზიციაზე თამაში სუარესის ნაირი ცხრიანს რომ მარცხენაფლანგზე ათამაშებ დაა ჩაწოდებებზე გინდა ათამაშო რა გგონიათ კიდე მაგარი შედეგი აქვს გოლების მხრივ აგერ რონალდოს აღარ შეეძლო მარცხნივ თამაში და შეიწია ცენტრში და ესენი კიდე არბენინებენ ფლანგზე სუარესს რომელსაც ასე თუ ისე ასაკი შეეტყობა უკვე არადაა ყველამ ვიცით რა არის სუარესი სწორი გამოყენება უნდა და დედას უტირებს ყველფერს ჯერ კიდევ .რა გრიზმანი რა 442 კარგით რა ბარსას დონის გუნდმა 442 როგორ უნდა ითამაშოს უბრალოდ არ მესმის

    0
    გასულია

    74 - 14 აპრილი 2018 12:03

    ციტატა: Navasi
    Mase 3:1 1:3 4:0 4:1 es sul ase iqneba yvela tamashs verc barsa mougeba da verc reali magram messi rovwava albat milani dagemartebat ...

    :DDDDD შენი ხუმრობებით კარგი წიგნი აიკინძებოდა :DDD

    ციტატა: Messi.jordan.federer..
    ციტატა: Magician
    ციტატა: Navasi
    Uxdovar droshi tu mivdivart mashin 11:1

    1943 წელს ჩატარებულ თამაშზე საუბრობ :DD და 5-0 და 4-1 უახლოესი წარსულია :)))))

    Uaxloesi wzrsuli ar axsovth.dzalian ghrma warsulith cxovroben.
    Uaxloes warsulshi gayinulebi iyvnen madridiztebi ddd
    Gvardiolas wasvlis shemdeg globaluri datboba daiwyo da gayinuli madridistebic galghvnen.yvelaze ar maqvs saubari.bevri vici adekvaturi madridista romelic adekvaturad aghiqvams yvelafers da obieqturad msjelobs.

    :DDDDD ობიექტურობა ყველაზე მტკივნეული საკითხია "რეალის" ზოგიერთი "გულშემატკივრისათვის".

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...