ვალვერდე: იმედი მაქვს, რიკი პუჩი "ბარსელონაში" ბევრს მიაღწევს

ვალვერდე: იმედი მაქვს, რიკი პუჩი "ბარსელონაში" ბევრს მიაღწევს

ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის წევრ რიკი პუჩზე საუბრობს, რომელმაც ბოლო ვარჯიში ძირითად შემადგენლობასთან ერთად ჩაატარა. 

"ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებს დროთა განმავლობაში ვეცნობი. პუჩი ენთუზიაზმით გამორჩეული, ძალიან კარგი მოთამაშეა, ზუსტად "ბარსას" სტილის. არ ვიცი, რა ელის მომავალში, მაგრამ იმედი მაქვს, კლუბთან ერთად ბევრს მიაღწევს, ვფიქრობ, მას დიდი მომავალი აქვს. 

რიკი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ის 19 წლამდელთა გუნდის წევრია, მაგრამ ამ სეზონში "ბარსა ბ"-შიც თამაშობს, ორშაბათს კი ჩვენთან ივარჯიშა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 აპრილი 2018 21:31
    0
    ვალვერდეს ამგვარი კომენტარი პირველად მესმის. საინტერესოა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 6 აპრილი 2018 21:19
    0
    კარგი იქნება უფრო ხშირად ძირითად გუნდთან ვარჟიში