ჟერარ პიკე: ავტოგოლები მხოლოდ იღბლის დამსახურება არაა

ჟერარ პიკე: ავტოგოლები მხოლოდ იღბლის დამსახურება არაა

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე მიიჩნევს, რომ კატალონიურ კლუბთან "რომას" ფეხბურთელების მიერ 2 ავტოგოლის გატანა მხოლოდ იღბლის დამსახურება არაა.

"კარგი თამაში ჩავატარეთ. შესაძლოა, სტარტზე უკეთაც შეგვეძლო, მაგრამ ანგარიშში დაწინაურება მაინც მოვახერხეთ. ეს "რომაა", ეს მეოთხედფინალია.

ბევრი ამობდა, რომ იოლი თამაშi გველოდა, მაგრამ "რომა" საკუთარი ღირსებისთვის იბრძოდა. მეტოქე უფრო სიღრმიდან თამაშობდა, ვიდრე ჩვენ ველოდით, მაგრამ მათ მაინც კარგი ფეხბურთი აჩვენეს.

ის, რომ ჩვენს მეტოქეებს გოლები საკუთარ კარში გააქვთ, მხოლოდ იღბალი არაა. ასეთი რამ გარკვეული მიზეზებით ხდება.

ვფიქრობ, ასეთი გოლები ჩვენი ინტენსიური პრესინგისა და მეტოქეზე ზეწოლის დამსახურებაა. ბურთი მეტოქის საჯარიმოში უფრო ხშირადაა, ვიდრე ამ მეტოქის სხვა თამაშებში." - ციტირებს პიკეს სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 5 აპრილი 2018 21:13
    0
    100% სწორი ხარ პიკე