ვალდანო: მესი შეხვედრებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს

ვალდანო: მესი შეხვედრებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს

ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხორხე ვალდანომ "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მესი შეხვედრაზე წარმოუდგენელ გავლენას ახდენს, მსგავსი მოთამაშე მე არასდროს მინახავს. თითქოს, ლეოს თავისი მაგიური უნარებით ისეთი მატჩების გადარჩენაც შეუძლია, როგორიც ესპანეთი-არგენტინა იყო."-ციტირებს ხორხეს სიტყვებს Le 10 Sport.

შეგახსენებთ, რომ "სევილიას" კარში 89-ე წუთზე გატანილი ბრწყინვალე გოლის წყალობით, ლეომ "ბარსას" სარეკორდო სვლა განაგრძო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 3 აპრილი 2018 19:34
    0
    მესი უბრალოდ ფეხბურთის მეფეა ვისი ტახტიც ურყევად დგას