"ბარსელონა" ვერმალენს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, ან წელსვე გაყიდის

"ბარსელონა" ვერმალენს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, ან წელსვე გაყიდის

"ბარსელონა" გუნდის ბელგიელი ცენტრალური მცველისთვის, ტომას ვერმალენისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, მაგრამ თუ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, კატალონიელები ფეხბურთს გაყიდიან. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ბელგიელი უკანახაზელი, პიკესა და უმტიტის შემდეგ, გუნდის მე-3 ცენტრალურ მცველად მიიჩნევა. ერნესტო ვალვერდე 32 წლის ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია, კლუბის ხელმძღვანელობა კი მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს.

ვერმალენს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კატალონიელებს სურთ, რომ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. თუ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, "ბარსა" ეცდება, წარმატებული სეზონის შემდეგ, ფეხბურთელი შეძლებისდაგვარად სარფიანად მიმდინარე წელსვე გაყიდოს და მისი გუნდიდან უფასოდ წასვლა თავიდან აიცილოს.

მიმდინარე სეზონში, ვერმალენმა, "ბარსელონას" მაისურით, 16 თამაში ჩაატარა, რაც წინა ორ სეზონში ჩატარებულ მატჩებზე ოთხით ნაკლებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 მარტი 2018 14:03
    0
    ციტატა: Messiah
    გაყიდვა ჯობს. სადმე ვინმე კიტაიოზს მივასუხაროთ 40 მილიონად

    მერე ვერმალენს არ ეკითხები, უნდა თუ არა ჩინეთი?
    Gnidius
    სტუმარი [?]
    #3 20 მარტი 2018 21:02
    0
    რა ერთ წლიანი ტო 32 არის მინიმუმ 2 უნდა გაუფორმოთ
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 20 მარტი 2018 19:14
    0
    kaii ambavia tan ar aris uriigo mcveli gamoogvadegeba bevrjer
    [?]
    #1 20 მარტი 2018 17:53
    0
    ციტატა: Messiah
    გაყიდვა ჯობს. სადმე ვინმე კიტაიოზს მივასუხაროთ 40 მილიონად

    Magdens ar gadaixdian starikia ukve. 10-15 maqsimum premier ligis romelime gundi iyidis. An ajaxshi davabrunot da de lighti chacrtot transfershi kargi iqneba