დანი კარვახალი: ალბას დავურეკე და "ჩელსისთან" გამარჯვება მივულოცე

დანი კარვახალი: ალბას დავურეკე და "ჩელსისთან" გამარჯვება მივულოცე

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი დანი კარვახალი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შესახებ საუბრობს და იმასაც აცხადებს, რომ "ბარსელონას" მიერ "ჩელსის" დამარცხების შემდეგ, ჟორდი ალბას გამარჯვება მიულოცა.

"მირჩევნია, "ბარსელონას" ჯერ არ შევხვდეთ. უმჯობესია, თუ ესპანური გუნდი უფრო გვიან ეტაპზე დაგვიპირისპირდება. მინდა, "ბარსას" ფინალში შევხვდეთ.

"ბარსელონაში" მეგობრები მყავს. არ შემეშინდება ვაღიარო, რომ ჟორდი ალბას დავურეკე და "ჩელსისთან" გამარჯვება მივულოცე.

თუ წელს ლიგას "ბარსელონა" მოიგებს, მეწყინება, მაგრამ ესაა ფეხბურთის სილამაზე." - აცხადებს კარვახალი.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. მისი პირდაპირ ეთერში ხილვა სილქ სპორტ ერთზე და ჩვენს საიტზე შეგეძლებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 16 მარტი 2018 14:59
    0
    ეგრე უნდა იყოს აბა რა. მოწინააღმდეგეები ვართ, მოსისხლე მტრები ხომ არა
    --------------------
    #infinit8iniesta
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 16 მარტი 2018 14:52
    0
    კარვახალი და ალბას უეჭველი ძირითადის ფეხბურთელები არიან ესპანეთში
    Culé [?]
    #3 16 მარტი 2018 13:21
    0
    რაღაც ხარვეზები აქვს კარვახალს მაგრამ ბინძური იგროკი არაა ჩემი აზრით როგოც რეალის ზოგიერთი მოთამაშე ეს საქციელიც საპატივსაცემოა ფეხბურთი სპორტია რომელიც 90 წუთი და არა მტრობა.
    ფანი [?]
    #2 16 მარტი 2018 13:11
    0
    2 გიჟი კრაინი
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    F.Coutinho
    სტუმარი [?]
    #1 16 მარტი 2018 13:09
    0
    ჯიგარი ხარ <3