კიკე დე ლუკასი "ბარსა"-"ჩელსიზე": ყველაფერი შეიძლება მოხდეს

  • 14-03-2018, 21:36
  • კიკე დე ლუკასი "ბარსა"-"ჩელსიზე": ყველაფერი შეიძლება მოხდეს

    "ბარსელონას" აღზრდილი და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი, კიკე დე ლუკასი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დღევანდელ დაპირისპირებაზე საუბრობს.

    "ბარსა" და "ჩელსი" განსხვავებული გუნდები არიან. პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი ლონდონელებისთვის ცუდი ნამდვილად არაა და ვფიქრობ, გუნდი "კამპ ნოუზეც" იგივე სტილის თამაშს შემოგვთავაზებს. მათ "ბარსელონასთვის" ბურთის დათმობა მოუწევს და შესაბამისად, ნაკლებ საგოლე მომენტს შექმნიან, თუმცა ეს შანსები უნდა გამოიყენონ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ასე რომ, გასაკვირი არც ერთი შედეგი არ იქნება. თანაც, "ჩელსის" ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებსაც მოედანზე ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. საერთოდ კი, მივიჩნევ, რომ ამ დროისთვის კატალონიელები მეტოქეზე ერთი ნაბიჯით წინ არიან". - აცხადებს ლუკასი. 

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 15 მარტი 2018 14:04

    ციტატა: azulgerana
    ეს კომენტარი იმას ნიშნავს რომ ბარსა იგებს 3 ნოლს. პირველ გოლს მესი გაიტანს მეორეს ვიღაცა და მესამეს ისევ მესი დააFინიშებს დემბელეს პასით

    ეს კომენტი თამაშის მერე დაწერეთ? თუ ვანგას მემკვიდრე ხარ?

    0
    გასულია

    2 - 14 მარტი 2018 22:35

    ინიმ ითამაშოს ნეტავ ერთი მატჩი მაინც

    0
    გასულია

    1 - 14 მარტი 2018 21:45

    დღეს დემბელეს და სუას გოლები მინდა, მესის ისედაც გააქვს გინდა თუ არა :)) თან როგორ დავიჯერო რომ ჩიროს ერთ ლამაზ გოლს არ მიუძღვნის კამპ ნოუდან ჩვენი ლომი

    0
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca