კარლეს რეშაკი: მესი ფეხბურთის სათამაშოდ დაიბადა

  • 14-03-2018, 21:28
  • კარლეს რეშაკი: მესი ფეხბურთის სათამაშოდ დაიბადა

    "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, მთავარმა მწვრთნელმა და სკაუტმა, კარლეს რეშაკმა ის დრო გაიხსენა, როცა მან ახალგაზრდა ლიონელ მესი კატალონიურ კლუბში გადაიბირა.

    "იქ ხუთ საათზე მივედი და მესი ვნახე, შემდეგ ცოტა გავიარე და კვლავ ვნახე. ფეხბურთი გუნდური თამაშია, მართალია? მაგრამ ამ ბავშვს მთელი თამაშის თავის თავზე აღება შეეძლო, მან აიღო ბურთი, მოატყუა სხვა მოთამაშეები და გოლი გაიტანა.

    მესის არანორმალური უნარი ჰქონდა. ყველა ინსტინქტი. ამიტომაც, როცა სკამზე დავბრუნდი, მე ვთქვი: "ჩვენ ის უნდა გავიფორმოთ! ეს ბავშვი სხვა გალაქტიკიდანაა."

    მე მამამისს სიტყვა მივეცი, რომ ჩვენ მისი ბიჭის გაფორმებას ვაპირებდით და როგორც მტკიცებულება, მე ქაღალდის ფურცელზე უნდა მომეწერა ხელი. ამიტომაც მიმტანს ვთხოვე და მან ხელსახოცი მომიტანა. დავწერე, რომ როგორც "ბარსელონას" ტექნიკური დირექტორი, მე მზად ვიყავი მესის გასაფორმებლად და კონტრაქტი ხელსახოცზე გავაფორმე." - განაცხადა რეშაკმა.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 14 მარტი 2018 22:32

    მე კი ფეხბურთის შაყურებლად დდდდ

    0
    გასულია

    1 - 14 მარტი 2018 21:48

    მადლობა ვუთხრათ ამ კაცს,ეს რომ არა არავინ იცის მესის კარიერა როგორ წარიმართებოდა.

    0