ბელეტი: "ბარსელონა" - "ჩელსის" მატჩში ფავორიტი არ არსებობს

  • 14-03-2018, 19:26
  • ბელეტი: "ბარსელონა" - "ჩელსის" მატჩში ფავორიტი არ არსებობს

    "ბარსელონასა" და "ჩელსის" ყოფილმა მცველმა, ჟულიანო ბელეტიმ "კამპ ნოუზე" დღეს გასამთ შეხვედრასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა.

    "პირველი შეხვედრა ტოპ-დონის თამაში გამოდგა, რომელშიც მონაწილეობდნენ გამოჩენილი მოთამაშეები ორივე მხრიდან. "ბარსელონასთვის" პირველი მატჩი წარმატებული იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ "ჩელსის" "კამპ ნოუზე" მათი გაოცება შეუძლია, ვინაიდან მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, ისევე როგორც "ბარსელონას", ასე რომ ეს ნამდვილად კიდევ ერთი გამორჩეული თამაში იქნება.

    რა თქმა უნდა, "ჩელსის" აქვს შანსი, მაგრამ "ბარსელონას" დიდი პატივი უნდა ვცეთ, რადგან მათაც კარგი გუნდი ჰყავთ, ასე რომ ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს. ეს უბრალოდ შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა დიდებულ მატჩს უყურო." - განაცხადა ბელეტიმ.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 14 მარტი 2018 21:11

    ბეშიქთაში-ბავარია დაწყებულა, ესეც 23:45 მეგონა

    0
    გასულია

    3 - 14 მარტი 2018 20:28

    magari matci iqneba orives eqneba bevrii momenti da vnc gamooiyeneebs is moigebs

    0
    გასულია

    2 - 14 მარტი 2018 20:24

    ციტატა: Cule Is Always Elegant
    ნისტრაკუი ბელეტი რა. ბარსელონა ყველა შეხვედრაში ფავორიტია კლასიკოს გარდა

    ბოლო წლებში კლასიკოშიც არის ფავორიტი ბარსა. :)

    0
    --------------------
    5 - 1
    გასულია

    1 - 14 მარტი 2018 19:39

    ნისტრაკუი ბელეტი რა. ბარსელონა ყველა შეხვედრაში ფავორიტია კლასიკოს გარდა

    0