ანტონიო კონტე: არ მინდა, ინიესტამ თამაში გამოტოვოს

  • 13-03-2018, 23:16
  • ანტონიო კონტე: არ მინდა, ინიესტამ თამაში გამოტოვოს

    "ბარსელონასთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ანდრეს ინიესტას და ედენ აზარის შედარება სთხოვეს. 

    "საუბარი ორ განსხვავებულ მოთამაშეზეა. აზარი ტიპური ათიანია, ინიესტა კი ნახევარმცველი, რომელიც ყოველთვის თამაშის ცენტრშია და ბევრს ფიქრობს. ანდრესს ბევრი ტიტული აქვს მოგებული, აზარს კი ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ინიესტა ხვალ, მაგრამ ასეთ მატჩებში ერთმანეთს ყოველთვის საუკეთესოები უნდა დაუპირისპირდნენ, ასე რომ, მისი გამოკლება არ მინდა.

    პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი "ბარსელონას" აძლევს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსიმ" შესანიშნავად ითამაშა. მათი დამარცხება ძნელი იქნება, მაგრამ კატალონიელთა ფილოსოფიას ვიცნობ და ვიმედოვნებ, ჩემი ფეხბურთელები მოედანზე თავს არ დაზოგავენ". - განაცხადა კონტემ. 

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 14 მარტი 2018 11:42

    იიიიიიი კონტეეეეეე შეაგდებს და ჩადგება ჯარში 11 კაცით

    0
    გასულია

    5 - 14 მარტი 2018 01:34

    ციტატა: me da barca
    არ მევასება ეს კაცი თავისი დაცვითი სტილის გამო. ამან თუ ბარსა გამოთიშა, ზოგადად ფეხბურთს შავები ჩააცვით, იმიტომ, რომ მოიგებს ფეხბურთი კი არა, ანტი ფეხბურთი.

    მოურინიო უფრო საზიზღარს თამაშობს თუ ატყობ ამ ჩელსიზე რატო გაქვთ გართულება,ერთადერთი გუნდია ვინც გვებრძვის მაინც

    0
    გასულია

    4 - 13 მარტი 2018 23:56

    ინიესტა მოგისვრით კვლავ ხორებო

    0
    გასულია

    3 - 13 მარტი 2018 23:24

    ციტატა: Don_Andresito
    ჯერ ვინც ეგ თხოვა წიხლით უნდა ცემო. ინიესტას აზარი კი არა მთელი ჩელსის ისტორია ვერ შეედრება

    100% wink

    0
    გასულია

    2 - 13 მარტი 2018 23:24

    არ მევასება ეს კაცი თავისი დაცვითი სტილის გამო. ამან თუ ბარსა გამოთიშა, ზოგადად ფეხბურთს შავები ჩააცვით, იმიტომ, რომ მოიგებს ფეხბურთი კი არა, ანტი ფეხბურთი.

    0
    გასულია

    1 - 13 მარტი 2018 23:20

    ჯერ ვინც ეგ თხოვა წიხლით უნდა ცემო. ინიესტას აზარი კი არა მთელი ჩელსის ისტორია ვერ შეედრება

    0