ვალვერდეს 4 ვარიანტი "ჩელსისთან" მატჩისთვის

  • 13-03-2018, 12:43
  • ვალვერდეს 4 ვარიანტი "ჩელსისთან" მატჩისთვის

    "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა ტაქტიკითა და შემადგენლობით ითამაშებს ხვალ, "ჩელსის" წინააღმდეგ.

    Sport-ის ცნობით, მწვრთნელის გადაწყვეტილება ანდრეს ინიესტაზე იქნება დამოკიდებული და ის კაპიტნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას ბოლო მომენტამდე დაელოდება.

    ინიესტამ ტრავმა 4 მარტს, "ატლეტიკოსთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო. "ბარსელონას", ფეხბურთელის მკურნალობის ვადებთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ ასეთი ტიპის ტრავმის მორჩენას მინიმუმ 15 დღე სჭირდება ხოლმე, "ატლეტიკოსა" და "ჩელსის" თამაშებს შორის კი მხოლოდ 10 დღეა.

    ინიესტასთან ერთად

    თუ კაპიტანი გამოჯანმრთელებას მოასწრებს და ითამაშებს, ვალვერდეს ორი ვარიანტი ექნება. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ სისტემას აირჩევს მწვრთნელი: 4-3-3 თუ 4-4-2.

    სასტარტო შემადეგნლობაში 9 ფეხბურთელის მოხვედრა გადაწყვეტილია: ტერ შტეგენი, სერჟი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, მესი და სუარესი. დარჩენილი 2 პოზიცია ანდრესზეა დამოკიდებული. 4-3-3 სისტემის შემთხვევაში, შეტევის მარჯვენა ფლანგზე უსმან დემბელეს ვიხილავთ. ეს ყველაზე შემტევი ვარიანტი იქნება. ასევე განიხილება 4-4-2 სისტემის ვარიანტი და ამ შემთხვევაში, მოედნის ცენტრში, ბუსკეტსთან ერთად, პაულინიოს ვიხილავთ.

    ინიესტას გარეშე

    კაპიტნის გარეშეც ვალვერდეს 2 ვარიანტი აქვს და კვლავ 4-4-2 ან 4-3-3. პირველ შემთხვევაში, მოედანზე პაულინიოსა და ანდრე გომეშს ვიხილავთ, მეორე შემთხვევაში კი, პაულინიოსა და უსმან დემბელეს.

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    24 - 13 მარტი 2018 22:45

    პირადად ჩემი აზრით ინიესტას გარეშე ჯობია ანუ ვარიანტი 4....იმიტომრომ მესი დემბელე და სუარესი კარგად შეუტევენ და პაულინიო შავ საქმეს გააკეთებს ნახევარ დაცვაში.... :) <3 ყველა ვარიანტში მოსაგები გვაქ <3

    0
    გასულია

    23 - 13 მარტი 2018 19:18

    ინიესტასთან ერთად სჯობია აშკარად

    0
    საიტზეა

    22 - 13 მარტი 2018 18:02

    ციტატა: lesane C
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: lesane C
    ციტატა: Sergio5
    ვიდალის ვარიანტი საერთოდ არაა ხო? smile

    არადა დიდი ეჭვი მაქ მაგას დააყენებს მარჯვენა ფლანგზე 4-4-2 სისტემაში

    Meechveba. Pau itamashebs. Tu ini ver moixoda marcxniv gomesi dadgeba

    იმედია მასეც იქნება ანუ ვიდალის არ ყოფნაზე,თორე ინი ძაან გვჭირდება

    ხოო, მეც არ მინდა ვიდალის დაყენება, ბოლო თამაშში რო ვუყურე ძაან ცუდი იყო, მითუმეტეს გომეშმა ატლეტიკოსთან მართლა კარგად ითამაშა

    0
    გასულია

    21 - 13 მარტი 2018 16:51

    გომეში არ დააყენონ და ნებისმიერი

    0
    გასულია

    20 - 13 მარტი 2018 16:22

    Moere ara ogond gomeshis da paus ertad dayeneba ar sheidzleba aranairad

    0
    გასულია

    19 - 13 მარტი 2018 15:57

    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: lesane C
    ციტატა: Sergio5
    ვიდალის ვარიანტი საერთოდ არაა ხო? smile

    არადა დიდი ეჭვი მაქ მაგას დააყენებს მარჯვენა ფლანგზე 4-4-2 სისტემაში

    Meechveba. Pau itamashebs. Tu ini ver moixoda marcxniv gomesi dadgeba

    იმედია მასეც იქნება ანუ ვიდალის არ ყოფნაზე,თორე ინი ძაან გვჭირდება

    0
    გასულია

    18 - 13 მარტი 2018 15:55

    ციტატა: lesane C
    ციტატა: Sergio5
    ვიდალის ვარიანტი საერთოდ არაა ხო? smile

    არადა დიდი ეჭვი მაქ მაგას დააყენებს მარჯვენა ფლანგზე 4-4-2 სისტემაში

    Meechveba. Pau itamashebs. Tu ini ver moixoda marcxniv gomesi dadgeba

    0
    გასულია

    17 - 13 მარტი 2018 15:20

    me mesame variants gamovarchevdi

    0
    გასულია

    16 - 13 მარტი 2018 15:11

    ციტატა: Sergio5
    ვიდალის ვარიანტი საერთოდ არაა ხო? smile

    არადა დიდი ეჭვი მაქ მაგას დააყენებს მარჯვენა ფლანგზე 4-4-2 სისტემაში

    0
    გასულია

    15 - 13 მარტი 2018 15:10

    გომეში გაათრიეთ აქედან

    გომეშის გარდა ვინც უნდა ის ათამაშოს

    0
    გასულია

    14 - 13 მარტი 2018 15:03

    მძორი გომეში არ მანახოთ, დემბო დააყენე ვალოდა, თუ არადა წამოვა მაღალფარდოვანი სითყვები.

    0
    გასულია

    13 - 13 მარტი 2018 14:59

    დემბელეს არა მგონია ენდოს. ინიესტას არ ყოფნის შემთხვევაში მორე ვარიანტი ყველაზე რეალურია

    0
    გასულია

    12 - 13 მარტი 2018 14:44

    მეორე ვარიანტი

    0
    --------------------
    ❤️❤️❤️Tito Vilanova The Chessman ❤️❤️❤️
    გასულია

    11 - 13 მარტი 2018 14:24

    ბოლო 2 ვარიანტია საუკეთესო, უმჯობესი კი მარჯვნიდან ბოლო. იმიტომ რომ ინიესტას ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ გავსრისკავთ...

    0
    გასულია

    10 - 13 მარტი 2018 14:17

    ტერ შტეგენ
    რობერტო პიკე უმტიტი ალბა
    რაკიტიჩი ბუსკეტსი Pაულინიო
    დემბელე მესი სუარესი

    0
    გასულია

    9 - 13 მარტი 2018 14:03

    ყველაზე კარგი ვარიანტი მესამეა. იმედია ძირითადი ეგრე დაიწყებს.

    0
    --------------------
    He is the reason that made the football interesting and popular. He is the chosen one. He is the reason that whole wolrd loves football. He is a magician and a gift from God for this sport. (¯`'•.¸ RONALDINHO¸.•'´¯)
    საიტზეა

    8 - 13 მარტი 2018 14:03

    ვიდალის ვარიანტი საერთოდ არაა ხო? smile

    0
    გასულია

    7 - 13 მარტი 2018 13:44

    პაულინიო და ბუსკეცი ცენტრში და რაკიტიჩი ინიესტა წინ წაწეული ყველაფერს ეგ ჯობია .პაულინიო აღარ დაგვანახოს ფლანგზე იმენა ცოდვილობდა.კარგია 4-3-3 მაგრამ ცენტრი არ გვყავს სამაგისო კოუტინიოც ვერ გვეხმარება და ჯობია გავამაგროთ ცენტრალური ზონა უფრო თორე წინა თამაშში რუდიგერმა გამოირბინა სამჯერ მემგონი მთლი ნახევარდაცვა

    0
    საიტზეა

    6 - 13 მარტი 2018 13:36

    ვფიწრობ 2 ბურთიანი სხვაობით მოვიგებთ.

    1
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    5 - 13 მარტი 2018 13:29

    კაროჩე დემბელე უეჭველი უნდა იყოს ძირითადში, ჩელსისთან ორივე ფლანგიდან არის საჭირო გამწვავება

    0
    --------------------
    "საუკეთესო ფეხბურთელი შვილო არის ლეო მესი,ხოლო ყველაზე მაგრად ფეხბურთს რონალდინიო თამაშობდა"
    გასულია

    4 - 13 მარტი 2018 13:18

    Ubralod ar mesmis raketichis kritika ,ki xavi araa magram tavis saqmes clebia asrulebs tan stabiluri igrokia

    0
    გასულია

    3 - 13 მარტი 2018 12:56

    ვალოდია მესის დასვამს სკამზე და არაფრის დიდებით 4-3-3 არ დააყენებს)))

    0
    გასულია

    2 - 13 მარტი 2018 12:54

    ძაან გულდასაწყვეტია მერამდენე წელია სუსტი ცენტრი გვყავს და არაფერი იცვლება მობერებული ინიესტა-რაკიტიჩის დუეტი ვერ აკონტროლებს ცენტრს ალბათ ნებისმიერ გრანდს ჩვენზე ძლიერი ცენტრი ყავს დღეს. საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა მერადენე წელია ისევ..ბარსელონაა და იმიტოა გასაკვირი რომელიღაც სოფლის გუნდი ხოარ ვართ მარტო შეტევის ხარჯზე რო გაგვქონდეს გოლი და ცენტრი საერთოდ ვერ ქმნიდეს შეტევას.. ისევ მესიზეა გუნდი დამოკიდებული..ეყიდათ ადრე პოგბა ან უფრო ადრე ვიდალი ეყიდათ დღესაც კარგად თამაშობს ამ ასაკში ან ტიაგო არ გაეშვათ ან ფაბრეგასი..
    ამ ყველაფრის გათვალისწინებით ობიექტურად რო შეხედო 4-4-2 სწორი ტაკტიკაა ამ სუსტი ცენტრისთვიდ იმისდამიუხედავად რო მეზიზღება სს სქემა..

    0
    გასულია

    1 - 13 მარტი 2018 12:51

    4-3-3 არდაიწყებს მთლად დედა რომოეტნას

    0