ითამაშებს თუ არა სერჟი რობერტო "ჩელსისთან"

ითამაშებს თუ არა სერჟი რობერტო "ჩელსისთან"

"ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრის, სერჟი რობერტოს "ჩელსისთან" თამაშის საკითხი გადაწყვეტილი ბოლომდე არაა, მაგრამ კატალონიურ კლუბში ოპტიმიზმს ინარჩუნებენ.

რობერტომ დაზიანება "მალაგასთან" შაბათს გამართულ შეხვედრაში მიიღო. კვირას ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ საქმე მძიმე ტრავმასთან არ გვაქვს.

სერჟიმ ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა და ივარაუდება, რომ ის გუნდს დღეს დაუბრუნდება. სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს, რომ ის "ჩელსისთან" თამაშს შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, 100%-ით მზად არ იყოს.

"ბარსელონას" ლაზარეთში იმყოფება კიდევ ერთი მარჯვენა მცველი ნელსონ სემედუ.

ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, ითამაშებს თუ არა "ჩელსისთან" ანდრეს ინიესტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 13 მარტი 2018 19:20
    0
    ინიესტას ტრავმა ვერ ჰვყოფნიდა ახლა რობერტოც დაგვემტვრა
    ფანი [?]
    #2 13 მარტი 2018 12:37
    0
    1ტაიმი ეს მეორე ვიდალი
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    metreveli_FCB
    სტუმარი [?]
    #1 13 მარტი 2018 12:29
    0
    უეჭველი გვინდა ეს