დღე, როდესაც "ბარსელონამ" 2 დაუჯერებელი ქამბექი შემოგვთავაზა... - [VIDEO]

  • 12-03-2018, 12:03
  • დღე, როდესაც "ბარსელონამ" 2 დაუჯერებელი ქამბექი შემოგვთავაზა... - [VIDEO]

    12 მარტი "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" დაპირისპირების ისტორიაში განსაკუთრებულია. ეს ის დღეა, როდესაც კატალონიელებმა, დედაქალაქელებთან გამართულ ორ დაპირისპირებაში ორი დაუჯერებელი ქამბექი შემოგვთავაზეს.

    1994 წლის 12 მარტს, "კამპ ნოუზე" გამართული მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა 3:2 მოიგეს და ამას ისიც ემატებოდა, რომ 26-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან რონალდ კუმანი გააძევა. თუმცა, შესვენების შემდეგ, კაცნაკლულმა "ბარსამ" მეტოქეს 3 უპასუხო გოლი (2-ჯერ რომარიომ და ერთხელ სტოიჩკოვმა) გაუტანა და 5:3 მოიგო. პირველ ტაიმში თითო გოლი ასევე რომარიოსა და სტოიჩკოვს ჰქონდათ გატანილი.

    Video

    ზუსტად 3 წლის შემდეგ კიდევ უფრო დაუჯერებელი რა მოხდა. 1997 წლის 12 მარტს, კვლავ "კამპ ნოუზე", "ატლეტიკომ" პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. თუმცა, შესვენების შემდეგ, რონალდომ ჰეთ თრიქი გაიფორმა, ფიგუმ და პიციმ თითო გოლი გაიტანეს და მასპინძლებმა 5:4 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრად მხრიდან ოთხივე გოლი პანტიჩმა გაიტანა.


    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    3 - 12 მარტი 2018 18:10

    აუ კურდღელი რას გარბის :D

    0
    --------------------
    ❤️❤️❤️Tito Vilanova The Chessman ❤️❤️❤️
    გასულია

    2 - 12 მარტი 2018 14:08

    ციტატა: publius kornelius
    ციტატა: Messi.jordan.federer..
    Orive tamashi maxsovs

    Ramdeni wlis xar ?

    თქვენობით მიმართე ბაბუის ტოლა კაცია joy

    0
    --------------------
    ყველა დროის საუკეთესო ეპოქის დასრულებამდე დარჩენილია სამი გენიოსი!..
    გასულია

    1 - 12 მარტი 2018 14:01

    ბევრს ქამბექს შემოქვთავაზებს ბარსა

    0