მარკუს მაკგუეინი: ძირითად გუნდში მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებ

  • 9-03-2018, 18:10
  • მარკუს მაკგუეინი: ძირითად გუნდში მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებ

    კატალონიის სუპერ თასზე "ბარსელონას" ძირითად გუნდში ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის, მარკუს მაკგუეინის დებიუტი შედგა. ის მოედანზე ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, კარლეს ალენიას ნაცვლად გამოვიდა. 

    "არსენალში" სათამაშო დროის ნაკლებობას განვიცდიდი. ვარჯიში ყოველთვის კარგია, მაგრამ ერთ ადგილას გაჩერება არ მსურდა და ნაბიჯის წინ გადადგმა ვამჯობინე. ჩავთვალე, რომ განვითარებისთვის ეს გუნდი უნდა დამეტოვებინა. 

    ადრე ინგლისელები თავგადასავლების მოყვარულნი არ იყვნენ, ახლა კი შესაძლებლობებს საზღვარგარეთაც ვხედავთ. როგორც გავიგე, გარი ლინეკერის შემდეგ პირველი ვარ, ვინც "ბარსელონაში" ბრიტანეთიდან მოვიდა. კატალონიურ გუნდში თამაშობენ ფეხბურთელები, რომელთაც მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში ტელევიზორში ვუყურებდი. მომენტი, როცა გასახდელში პირველად შევედი, ძალიან ამაღელვებელი იყო. პირველად სერჟიო ბუსკეტსი დავინახე, შემდეგ ფილიპე კოუტინიო, შემდეგ მესი... ისინი მომესალმნენ, კოუტინიო კი მოვიდა და მითხრა, რომ თუ რამე დამჭირდებოდა, დახმარებისთვის მზად იყო. 

    "ბარსელონაში" თამაში უდიდესი მიღწევაა, მაგრამ მინდა, პირველი გუნდის წევრი ვიყო და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ". - აცხადებს მაკგუეინი. 

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    emzari გულშემატკივარი

    10 მარტი 2018 08:39

    სანსის მიცემა აუცილებელია იქნებ გაამარლოს

    0
    გასულია

    9 მარტი 2018 19:27

    ამბიციაც ამას ქვია..ყოჩაღ

    0
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია

    9 მარტი 2018 19:10

    კაი კაცი

    0
    გასულია
    messi and iniesta გულშემატკივარი

    9 მარტი 2018 18:52

    იმედია გაამართლებს და მისცემს დროს ვალიკო ძირითად გუნდში

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    gio-barca29

    9 მარტი 2018 18:18

    ისე ამან კარგად ითამაშა? არ მიყურებია თამაშისთვის

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied