"ბარსელონა"-"ესპანიოლი" - ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ

"ბარსელონა"-"ესპანიოლი" - ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, კატალონიის სუპერ თასზე "ესპანიოლთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კომენტარებს უპასუხა.

"შეხვედრა რამდენიმე ფაზისგა შედგებოდა. თამაში კარგად დავიწყეთ, შემდეგ უპირატესობა ხელთ მეტოქემ იგდო, მეორე ტაიმში კი, შეცვლების გამო, ტემპი დავარდა. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, რადგან სათამაშო დრო იმ მოთამაშეებს მივეცი, რომლებსაც შანსი იშვიათად ეძლევათ და ასევე "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელებს.

დემბელემ თამაში შემართებით დაიწყო. იმედი მაქვს, ოფიციალურ თამაშებშიც ასე გაგრძელდება. პირველი მათგანი კი შაბათს გვაქვს.

დემბელეს ცხოვრება მოედანს მიღმა? ეს კითხვა მოულოდნელი იყო. ყველა ფეხბურთელი ცდილობს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. ზოგი მათგანი ნუტრიციონისტს ქირაობს და ამით კმაყოფილები ვართ.

დენისის ტრავმა სამწუხაროა, რადგან მან კარგად ითამაშა. არა მგონია, ის დიდი ხნით გამოგვაკლდეს. იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების შემდეგ დაგვეხმარება.

დღევანდელი თამაში ტესტი არ ყოფილა. ეს იყო კარგი შანსი, მეხილა ფეხბურთლები განსხვავებულ თამაშში, რომელსაც ჩემპიონატის ან თასის დონის დაძაბულობა არ აქვს.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "რეალთან" შესაძლო შეხვედრა? ჩვენი მეტოქე "ჩელსია".

"ბარსელონასა" და "ესპანიოლს" შორის გუშინ გამართულ შეხვედრაში, ძირთადი დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ, ვალვერდეს გუნდმა თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #4 8 მარტი 2018 19:27
    0
    ციტატა: Bakero
    ვალიკო გომეშზე გვითხარი ორიოდე სიტყვა ! თორემ ხალხი ძირითადად ერთი სიტყვით აფასებს :)))))))))......მაგ თამაშში ხომ მაინც არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას .....საწყალი დენისი ცდილობდა მაინც თამაში გაემწვავებინა .....

    ცდილობდა კიარა ერთი ეგ ამწვავებდა...გავიდა მოედნიდანდა კიდავინახეთ რაცდაემართა ნახ დაცვას უბრალოდ ის მინუსი ქონდარო პასს არ აკეთებდა დროულად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 მარტი 2018 13:44
    0
    ვალიკო გომეშზე გვითხარი ორიოდე სიტყვა ! თორემ ხალხი ძირითადად ერთი სიტყვით აფასებს :)))))))))......მაგ თამაშში ხომ მაინც არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას .....საწყალი დენისი ცდილობდა მაინც თამაში გაემწვავებინა .....
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 8 მარტი 2018 13:39
    0
    პირველი თაში და კიდევ ბევრი
    CULE COUTINHO
    სტუმარი [?]
    #1 8 მარტი 2018 11:56
    0
    valikoooo chelsi unda daaadugo tore male dagvemshvidobebi