ლეო მესი - 2 ისტორიული რეკორდი ნახევარ საათში
ლიონელ მესის ერთდროულად ორი რეკორდი დასამყარებლად "ჟირონასთან" ამ წუთებში მიმდინარე თამაშის მხოლოდ ნახევარი საათიც კი ეყო.
მატჩში, რომელშიც ანგარიში სტუმრებმა მე-3 წუთზე გახსნეს, ლეომ ჯერ ლუის სუარესს გაატანინა (მე-5 წუთზე), შემდეგ კი, 30-ე წუთზე, მეტოქის კარი თავადაც აიღო, შემდეგ ერთიც დაამატა და ამ წუთებში "ბარსა" 3:1 იგებს.
ამ საგოლე გადაცემითა და გოლით, არგენტინელმა ორი რეკორდი დაამყარა. ლა ლიგის ისტორიაში, მას უკვე 148 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. ლეომ "რეალის" ლეგენდის, მიჩელის რეკორდი გააუმჯოებსა, რომელსაც ლა ლიგაში 147 საგოლე გადაცემა გაუკეთებია.
ამ რეკორდის დამყარებიდან 25 წუთში, მესიმ "რეალის" კიდევ ერთი ლეგენდის რეკორდი გააუმჯობესა, გაუტანა რა ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში 36-ე გუნდს. არგენტინელამდე ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგაში 35 გუნდის კარი ჰქონდა აღებული, რაულ გონსალესი იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]