ანტონიო კონტე: იდეალურ თამაშთან ძალიან ახლოს ვიყავით

ანტონიო კონტე: იდეალურ თამაშთან ძალიან ახლოს ვიყავით

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" გამართული შეხვედრის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იდეალურ თამაშთან ძალიან ახლოს ვიყავით. თუმცა, შეცდომა დავუშვით. ძალიან კარგად ვიცოდით, რომ, როდესაც "ბარსელონას" და მესის, სუარესისა და ინიესტას მსგავსი ფეხბურთელების წინააღმდეგ შეცდომას უშებ, ისჯები.

სამწუხაროა. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ შეასრულეს გეგმა, რომელიც მოვამზადეთ.

სამწუხაროა. დღეს ცოტა არ გაგვიმართლა.

ვფიქრობ, ასეთ მატჩებში უნდა გქონდეს გეგმა და პატივი სცე მეტოქის მახასიათებლებს. ნამდვილად კარგი გეგმა გვქონდა.

ფეხბურთელები მოედანზე შესანიშნავად გაისარჯნენ. ახლა 1:1-ზე ვსაუბრობთ, მაგრამ, ალბათ, მეტს ვიმსახურებდით", - აცხადებს კონტე BBC-სთან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 21 თებერვალი 2018 22:04
    0
    ციტატა: me da barca
    იმდენ ხანს ჭუტავდა უკანალს, რომ უეჭველი კუნთები ტკივა. ეს არის მოურინიოს, სიმეონეს, ალეგრის და მისთანების სტილის მწვრთნელი. მეორე მხარეს დგანან გვარდიოლა, ვენგერი, კლოპი და მისთანები, რომლებიც შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და არა ავტობუსებს.

    და ვალვერდე აშკარად ამათ მხარესაა მარა გუნდი ისეთი ყავს რო პირიქით ეგეთი არ უნდა ყავდეს. ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო ხელმძღვანელობისგან ვალვერდეს მოყვანა. აშკარად არ ქონდა ბარსასთვის საჭირო თვისებები. მირჩევნია დაცვაში ისევ სუსტი იყოს გუნდი და კარგად უტევდეს ვიდრე საშუალო დონის დაცვა გვყავდეს და შეტევა ასე დასუსტდეს. დღეს კარგი დაცვით და სწორი კონტრშეტევებით ბარსას ამ დაცვის გარღვევა შეიძლება. ბარსას 2-3 კაციანი შეტევა კიდე სადაც კრეატივი 2 ფეხბურთელშია მხოლოდ გაგიჭირდება თუნდაც ჩელსის მანჩესტერის იუვეს ან ატლეტიკოს დაცვის გარღვევა თუ შეცდომა არ დაუშვეს. წარმოიდგინეთ პსჟ ეს რო შევხვედროდით ესეთი დაცვა პსჟ ეს შეტევას ვერ გააჩერებდა. და რა მოხდებოდა. და სიტი? გუნდი რომელსაც ბარსა ბურთს ვერ დაუჭერს. უბურთო ბარსელონა იგივეა რაც თევზი უწყლოდ და სერიოზულად გაგვშარავდა სიტიც. ამიტო უნდა დაიწყოს აუცილებლად გუნდმა 4-3-3 ზე თამაში. რო შემტევი პოტენციალი გაიზარდოს. ვავლერდე არაა 4-3-3 ზე გადამსვლელი და თუ დედაზე დააგინე და გადავიდა მაინც რამე სისულელეს იმამს, მაგალითად ვიდალს დააყენებს მესამე შემტევად და ნახევარდაცვაში შეიძლება ინი მოხსნას და პაუ რაკიტიჩის დუეტი დატოვოს. მადლობა ეკუთნის რო ნეის წასვლა გადაგვაგორებინა, სწორი გამოსავალი ნახა, სეზონის პირველი ნახევარი რო დეულუფეოები პაკოები და დენისები არ ტანჯა მესამე შემტევად მარა მორჩა ეგ პერიოდი, დემბელე დაბრუნდა, კოუ მოვიდა და დროა 4-3-3 ზე დაბრუნება. ბარსას ბოლო კარგი თამაში იუვესთან ვნახე ლიგაზე 3-0 ზე. 4-3-3 ვითამაშეთ, დემბელემ მშვენიერი თამაში ჩაატარა, დაცვაშიც კარგად ვიდექით და ინი მესიმ დახატეს.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 21 თებერვალი 2018 17:35
    0
    დიდი სპეციალისტია კონტე
    Culé [?]
    #1 21 თებერვალი 2018 11:09
    0
    ki magari gegma qondat 11 kaci dacvaashi egdet tqveni avtobusi