"ბარსელონამ" და "გრემიომ" წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს
ბრაზილიური UOL Esporte-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, რობერტ ფერნანდესის სამხრეთ ამერიკაში ვიზიტი წარმატებული გამოდგა.
წყაროს ცნობით, "ბარსელონამ" და "გრემიომ", ბრაზილიური კლუბის ნახევარმცველის, არტურის ტრანსფერზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმების მიხედვით, კატალონიური კლუბი 30 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელს 2019 წლის იანვრამდე ბრაზილიაში დატოვებს. შეთანხმება ასევე 10 მილიონი ევროს ბონუსებსაც ითვალისწინებს.
ივარაუდება, რომ "გრემიო" "ბარსელონას" საბოლოო პასუხს დღეს აცნობებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]