"ჩელსი"-"ბარსელონა" - ივან რაკიტიჩი მატჩის წინ

  • 20-02-2018, 00:08
  • "ჩელსი"-"ბარსელონა" - ივან რაკიტიჩი მატჩის წინ

    "ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის გასამართი მატჩის წინ, ერნესტო ვალვერდესთან ერთად, კატალონიური გუნდის მხრიდან პრესკონფერენციას ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ესწრებოდა.

    "ჩელსი" ძალიან ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია. ლონდონელები კარგად თამაშობენ.

    თამაში იმაზე ფიქრით არ უნდა დავიწყოთ, თუ რა მოხდება ბარსელონაში გასამართ განმეორებით შეხვედრაში.

    მესი? ის ძალიან კარგ ფორმაშია. ვარჯიშების დროს, ის საკუთარ თავს უფრთხილება იმისათვის, რომ თამაშების დროს სრულად დიხარჯოს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივი იქნება.

    ლეო ბუნებრივი ტალანტია. ის იმ ფეხბურთელებს არ მიეკუთვნება, რომლებსაც სავარჯიშო დარბაზში ხშირად ნახავთ.

    ერთით მეტი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში? ეს მეტოქის კარამდე მისვლაში გვეხმარება. რამდენიმე დეტალზე ვმუშაობთ და შედეგიც იქნება.

    "ჩელსის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ალბათ, აზარია. მაგრამ, მის გარდა კიდევ ბევრნი არიან. ის სწრაფია და ბოლო თამაშების გათვალისწინებით, კარგ ფორმაშია. თუმცა, ჩვენ მთელი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ უნდა მოვემზადოთ.

    თამაში კარგად უნდა დავიწყოთ, გავიტანოთ და მოვიგოთ. ხვალინდელ მატჩს კარგი განწყობთ ვხვდებით.

    დღევანდელი შემადგენლობის წინა სეზონის გუნდთან შედარება? სხვანაირად თამაშობ, როდესაც გუნდში ნეიმარი გყავს და წინ 3 თავდამსხმელი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოედანზე ერთმანეთის გაგება შეგვიძლია. ერთიანად უნდა ვითამაშოთ.

    ინიესტა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და კარგი მეგობარია. "სტემფორდ ბრიჯზე" მის მიერ გატანილ გოლზე, ბოლო დროს, ბევრს ვსაუბრობთ. იმედი მაქვს, ის "ბარსელონაში" კიდევ დიდხანს ითამაშებს.

    მადრიდის "რეალზე" პატივისცემით უნდა ვისაუბროთ. ეს გუნდი ტიტულის მოგების ფავორიტია, რადგან მოქმედი ჩემპიონია.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 20 თებერვალი 2018 18:34

    იმედია კარგ მატჩს ჩაატარებს რაკიტიჩი

    0
    გასულია

    3 - 20 თებერვალი 2018 00:54

    რაკი ინი პაუ ბუსკე გვეყოოლებაა ნნახ დდაცვაში

    0
    გასულია

    2 - 20 თებერვალი 2018 00:41

    ციტატა: LeriZoidze
    კუშები იცით ვინმემ ლიგის?

    ჩელსი 3,7მატებით-ბარსელონა 2,14 კლებით
    ბაიერნი 1.16 კლებით-ფენერბახჩე 19 მატებით

    0
    გასულია

    1 - 20 თებერვალი 2018 00:11

    კუშები იცით ვინმემ ლიგის?

    0